NBA: რეგულარული ჩემპიონატი: "დეტროიტის" სირცხვილი, ლებრონის ფუჭი სამმაგი, ლენარდის ბიზერ-ბიტერი...

AutoSharing Option
თავი შეირცხვინა გუშინ "დეტროიტმა", რომელიც 23 ქულით დამარცხდა "ნიუ ორლეანთან". მასპინძლები თითქმის სულ წინ იყვნენ, გადამწყვეტ უპირატესობას კი მეოთხე მეოთხედში მიაღწიეს, რომელიც 15 ქულის სხვაობით მოიგეს.

"დეტროიტმა" NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა: 17.6 (!) პროცენტის სიზუსტით ისროლა საჯარიმოები - 17-დან სამი რეალიზებული ტყორცნა. აქედან ანდრე დრამონდის წილია - 10-დან ცხრა აცილება.

"ნიუ ორლეანის" რიგებში 33 ქულა დააგროვა ენტონი დევისმა და ის გახდა მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ისტორიაში, ვინც კარიერაში 7 ათასი ქულა მიითვალა.

* * *
"მაიამიმ" უკვე პირველ ტაიმში
მოიპოვა 20-ქულიანი უპირატესობა და საბოლოოდ, 27 ქულით გაანადგურა "ფილადელფია". ფლორიდელებმა ბოლო 20 მატჩში მეჩვიდმეტედ მოიგეს. სწორედ ამ ფანტასტიკური შედეგების გამო, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ აღმოსავლეთ კონფერენციაში თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად "ჰიტის" დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა დაასახელა.

* * *
ლებრონ ჯეიმსის კარიერაში 49-ე და სეზონში მეშვიდე სამმაგმა დუბლმა ვერ უშველა "კლივლენდს" "ბოსტონთან" გასვლით მატჩში. ჯეიმსისა და კაირი ირვინგის კარგი თამაში გადაფარა აიზია ტომასმა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო და აქედან ხუთი ქულა ბოლო 49 წამში დააგროვა. სტუმრებს კი ბოლო 38 წამში არც ერთი შედეგიანი შეტევა არ ჰქონიათ.

ეს გუნდები ამ სეზონში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და "ბოსტონმა" პირველად მოუგო "კავალიერზს".

* * *
აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი მატჩი ტორონტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "რეპტორზმა" პირველი მეოთხედი ორი ქულით მოიგო, მაგრამ მეორეში 18 ქულით განადგურდა და ეს აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი მონაკვეთი. თამაშის გმირია ბოგდან ბოგდანოვიჩი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და 27 ქულა დააგროვა.

* * *
"ატლანტამ" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა "დალასი". "ჰოქსმა" პირველი ნახევარი 11 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრებისა და წინ გასვლის საშუალება მისცა - 95:94. თუმცა, დარჩენილ დროში "მავერიქსმა" ქულა ვეღარ აიღო და წააგო - 95:100.

"ატლანტამ" მოიგო მატჩი 22 შეცდომის მიუხედავად.

* * *
"სან ანტონიოს" ძალიან გაუჭირდა შინ "ინდიანას" დამარცხება. "სპურსს" გამარჯვება მოუტანა კავაი ლენარდის ბაზერ-ბიტერმა, რომელიც სირენამდე 2.4 წამით ადრე ჩააგდო პოლ ჯორჯის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. დარჩენილ დროში ჯორჯმა მოასწრო სამქულიანის სროლა, მაგრამ ააცილა.

* * *
"დენვერის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი. "მილუოკის" წინააღმდეგ მისი მონაგარი იყო - 13 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. ეს ამ კალათბურთელის მეოთხე ტრიპლ-დაბლია კარიერაში და ოთხივე შესრულებული აქვს მიმდინარე სეზონში.

* * *
"ბრუკლინმა", როგორც იქნა, შეწყვიტა 16-მატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც 20 იანვრიდან იღებდა სათავეს. ბრუკ ლოპესმა 24 ქულა დააგროვა და კარიერაში თავისი მონაგარი 10 ათას ქულამდე აიყვანა.

* * *
"ჰიუსტონმა" ამ სეზონში მეორედ გაანადგურა "კლიპერსი". მატჩში ყველაზე შედეგიანი ჯეიმს ჰარდენი იყო 26 ქულით, რაიან ანდერსონმა კი 11-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 23 ქულა დააგროვა.

ორლანდო-ნიუ იორკი 90:101
24:31, 27:29, 16:19, 23:22
ო: ფურნიე (22), ოგასტინი (15), ვუჩევიჩი (14+10 მოხსნა), გრინი (11), გორდონი (10).
ნ-ი: პორზინგისი (20), როუზი (19), ენტონი (17), ჰოლიდეი (14), ტომასი (11).

ტორონტო-ვაშინგტონი 96:105
26:24, 20:38, 14:20, 36:23
ტ: დეროზანი (24), იბაკა (22+12 მოხსნა), პაუელი (17), ჯოზეფი (11), ვალანჩუნასი (7+11 მოხსნა).
ვ: ბოგდანოვიჩი(27), ბილი (23), მარკიფ მორისი (13), უოლი (12+13 პასი), გორტატი (12).

ატლანტა-დალასი 100:95
27:22, 36:30, 18:24, 19:19
ა: მილსეპი (18+10 პასი), ილიასოვა (18), შრიოდერი (17+6 პასი), ბეიზმორი (15), ჰოვარდი (14+12 მოხსნა), ჰარდუეი (10).
დ: ბარნსი (25), სეტ კარი (21), ფერელი (11+9 პასი), ნოვიცკი (11+10 მოხსნა).

მაიმი-ფილადელფია 125:98
37:27, 27:17, 24:30, 37:24
მ: ტ. ჯონსონი (24), ელინგტონი (18), დრაგიჩი (15), უეიტერსი (15), უაიტსაიდი (15+11 მოხსნა+4 დაფარება), ჯ. ჯონსონი (14).
ფ: კოვინგტონი (19), ჰოლმსი (15), მაკონელი (14), შარიჩი (10), როდრიგესი (10).

მილუოკი-დენვერი 98:110
15:32, 22:31, 29:23, 32:24
მ: მიდლტონი (21), ბროგდონი (17), ანტენტოკუნმპო (15), დელავედოვა (15), მონრო (11+6 პასი).
დ: გალინარი (22), ჰარისი (14), ჩენდლერი (13), იოკიჩი (13+14 მოხსნა+10 პასი), ბარტონი (13), მიურეი (10).

ნ. ორლეანი-დეტროიტი 109:86
31:18, 22:32, 25:20, 31:16
ნ-ო: დევისი (33+14 მოხსნა), ჰოლიდეი (22), კანინგემი (16), მური (11), აჟენსა (10).
დ: ლოუერი (22), ჰარისი (15), დრამონდი (13+17 მოხსნა), მარკუს მორისი (11).

ბოსტონი-კლივლენდი 103:99
20:26, 29:24, 25:21, 29:28
ბ: ტომასი (31), კრაუდერი (17+10 მოხსნა), ბრედლი (11), ოლინიკი (10), ჰორფორდი (9+10 მოხსნა+10 პასი).
კ: ირვინგი (28), ჯეიმსი (28+13 მოხსნა+10 პასი), უილიამსი (13), ტომპსონი (9+13 მოხსნა).

სან ანტონიო-ინდიანა 100:99
29:28, 18:21, 26:27, 27:23
ს-ა: ლენარდი (31+10 მოხსნა), ლი (18), პ. გასოლი (18).
ი: ჯორჯი (22), მაილზი (19), ტერნერი (16), ელისი (11).

იუტა-მინესოტა 80:107
16:21, 19:30, 18:30, 27:26
ი: ეკზამი (15), ჰეივორდი (13), ფეივორსი (10+12 მოხსნა).
მ: თაუნსი (21+15 მოხსნა), უიგინსი (20), მუჰამადი (18), ბიელიცა (13+11 მოხსნა), რუბიო (11+9 პასი).

კლიპერსი-ჰიუსტონი 103:122
37:34, 21:36, 20:38, 25:14
კ: გრიფინი (17), პოლი (16+11 პასი), რივერსი (16), მბა ა მუტე (13), ფელტონი (12), ჯორდანი (10).
ჰ: ჰარდენი (26+8 პასი), ანდერსონი (23), ნენე (16+10 მოხსნა), გორდონი (14), ბევერლი (14+12 მოხსნა), კაპელა (14+12 მოხსნა).

საკრამენტო-ბრუკლინი 100:109
31:35, 23:22, 18:24, 28:28
ს: ჰილდი (16), ლოუსონი (15+9 პასი), ევანსი (15), აფლალო (14), კოლისონი (11), ლაბისიერი (10).
ბ: ლოპესი (24), ლინი (17), უაიტჰედი (14), ლევერტი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული