კლასიფიკაციის 87-ე ნომერმა რისა ოსაკიმ ორჯერ მოახერხა გერმანელის გეიმების აღება, მაგრამ ორივე სეტში ამას იმ დროს აკეთებდა, რომ პარტიების ბედი გადაწყვეტილი იყო: პირველში კერბერი 4:1-ს იგებდა, მეორეში კი 5:0 იყო დაწინაურებული.
საბოლოოდ, 6:2, 6:2 და გერმანელი მეოთხედფინალში ამერიკელ ვინუს უილიამსზე გავიდა, რომელიც, როჯერ ფედერერის მსგავსად, მეორე ახალგაზრდობას განიცდის. ვეტერანმა რუს სვეტლანა კუზნეცოვას ორ სეტში მოუგო, არადა, ეს უკანასკნელი კარგ ფორმაშია, რაზეც ორი კვირის წინ, ინდიან უელსის
* * *
თუ კერბერმა იოლად დაძლია იაპონური ბარიერი, რუმინელ სიმონა ჰალეპს ორი საათი და ათი წუთი დასჭირდა ავსტრალიელი სამანტა სტოსურის დასამარცხებლად. მესამე ნომრად განთესილმა 4:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და პირველი სეტი წააგო. მეორე სეტში რუმინელი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა სტოსურმა მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, თანაც ორჯერ.
ავსტრალიელს ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ რუმინელმა შეძლო თითქმის წაგებული მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება, როცა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო. ამ სერიის წყალობით, ჰალეპმა მოიგო მეორე სეტი და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა. ამის შემდეგ, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.
სიმონას მეტოქე ბრიტანელი იოჰანა კონტა იქნება, რომელმაც 7:5, 6:1 დაამარცხა ლარა არუაბარენა და ზედიზედ მეორედ გავიდა მაიამის ტურნირის მეოთხედფინალში.
ცენტრალური მატჩი იყო კაროლინ ვოზნიაცკისა და გარბინ მუგურუსას შორის. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საშინლად ითამაშეს საკუთარ მოწოდებაზე და სამ-სამი ბრეიკი შეასრულეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც დანიელმა გაანადგურა მეტოქე. მეორე სეტი აღარ შედგა, რადგან ესპანელმა ტრავმა მიიღო და ვოზნიაცკის გამარჯვება მიულოცა.
1/8 ფინალი
ჰალეპი (3)-სტოსური (14) 4:6, 7:5, 6:2
კონტა (10)-არუაბარენა 7:5, 6:1
ვოზნიაცკი (12)-მუგურუსა (6) 7:6(1) უარი
საფაროვა-ციბულკოვა (4) 7:6(5), 6:1
ლუჩიჩი (26)-მატეკი 7:5, 6:4
კარ. პლიშკოვა (2)-სტრიკოვა (15) 6:1, 6:4
ვ. უილიამსი (11)-კუზნეცოვა (7) 6:3, 7:6(4)
კერბერი (1)-ოზაკი 6:2, 6:2
1/4 ფინალი
კერბერი (1)-ვ. უილიამსი (11)
ჰალეპი (3)-კონტა (10)
ვოზნიაცკი (12)-საფაროვა
ლუჩიჩი (26)-კარ. პლიშკოვა (2)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"