ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელზეც ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, "ოკლაჰომა-სიტიში" გადავიდა. მის ნაცვლად, "ინდიანამ" მცველი ვიქტორ ოლადიპო და ცენტრი დომანტას საბონისი მიიღო.
* * *
"მინესოტამ" "იუტაში" გაუშვა ესპანელი გამთამაშებელი რიკი რუბიო, სანაცვლოდ კი მომავალი წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო.
რუბიოს გადაბირება იმას ნიშნავს, რომ "იუტა" გამოეთხოვება გამთამაშებელ ჯორჯ ჰილს.
* * *
კრის პოლის დაკარგვის შემდეგ, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" შეძლო თავისი მეორე ლიდერის, მძიმე
* * *
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა არ გამოიყენა პუნქტი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე, რომლის მიხედვითაც, 2017-18 წლების სეზონში 28 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ასე რომ, დურანტი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
როგორც სააგენტო AP წერს, "დურანტულამ", შესაძლოა, უარი თქვას მაქსიმალურ კონტრაქტზე, რათა "გოლდენ სტეიტმა" შეინარჩუნოს ამჟამინდელი შემადგენლობა.
* * *
- "ჩიკაგომ" დაითხოვა გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომლის კონტრაქტი შემდეგი სეზონისთვის მხოლოდ 3 მილიონით იყო გარანტირებული.
- ჯეფ ტიგი "მინესოტას" მოთამაშე გახდება. გამთამაშებელი მოელაპარაკა "მგლებს" სამწლიან და 57-მილიონიან კონტრაქტზე.
- ტონი სნელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს "მილუოკისთან". ხელშეკრულება ოთხწლიანია და მისი ღირებულებაა - 46 მილიონი.
- გამთამაშებელი პეტი მილსი "სან ანტონიოში" რჩება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ის 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
- "ჩიკაგომ" ხელშეკრულება გაუგრძელა კრისტიანო ფელისიოს - 32 მილიონი 4 წელიწადში.
- შონ ლივინგსტონმა კონტრაქტი გააგრძელა "გოლდენ სტეიტთან" - 24 მილიონი სამ წელიწადში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"