როდმანმა და ინმა ერთად უყურეს საკალათბურთო მატჩს, რომელშიც საგამოფენო გუნდი "ჰარლემ გლობტროტერსი" და ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფრედ - 110:110 დასრულდა.
კიმ ჩენ ინი 90-იანი წლების "ჩიკაგო ბულზისა" და პირადად დენის როდმანის დიდი ფანი ყოფილა. თავის მხრივ, კალათბურთელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორიეს ლიდერს "ჰყავს მეგობარი სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და კორეის სახალხო დემოკრატიული
მატჩის დროს, როდმანი ჩრდილოკორეელი ლიდერის გვერდით ტრიბუნაზე იჯდა და მას თარჯიმნის საშუალებით ესაუბრებოდა. შტატების სახელმწიფო დეპარტამენს ამერიკელი კალათბურთელის ვიზიტის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოფენო მატჩის შემდეგ, მედიაკომპანია VICE-ის კორესპონდენტი კიმ ჩენ ინს მიუახლოვდა და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატიჟა. "მის შეთავაზებას ყველა ხმამაღალი სიცილით შეხვდა", - წერია VICE-ის განცხადებაში.
უფრო ადრე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერიკ შმიდტი, მაგრამ ის პირადად არ შეხვედრია ქვეყნის მეთაურს. მაშინ, აშშ-ის მთავრობაში ეს ვიზიტი ნეგატიურად შეაფასეს. მათ აღნიშნეს, რომ არასწორად იქნა შერჩეული თარიღი ასეთი მგზავრობისთვის და ვაშინგტონს ჯერ არ გაუუქმებია ამერიკული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეასთან კონტრაქტის თაობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დენის როდმანი: კარმენ ელექტრას 24 საათი სექსი სწყუროდა!