ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე - გერმანიამ ავსტრალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს გერმანიის ნაკრებმა ავსტრალია 85:82 დაამარცხა.

E ჯგუფი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან თუ ჩვენი ეროვნული ნაკრები მერვედფინალში გასვლას შეძლებს, სწორედ E ჯგუფიდან გასულ ნაკრებს შეხვდება.

მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედში გერმანიამ მეტოქეს აჯობა და ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო დენის შროდერი გახლდათ, გამოცდილმა გამთამაშებელმა თავი 30 ქულით, 1 მოხსნით, 8 შედეგიანი პასითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

ავსტრალიის რიგებიდან პატი მილსმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

ამრიგად, ავსტრალია E ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, გერმანია კი 4 ქულით პირველ ადგილზეა. "ყვითლები" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 29 აგვისტოს, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ. გერმანია კი იმავე დღეს ფინეთს დაუპირისპირდება.

altსენსაცია A ჯგუფში - დომინიკის რესპუბლიკამ იტალიის ნაკრები დაამარცხა

altამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]

altდონჩიჩის 37 ქულა - სლოვენიამ საქართველოსთან შეხვედრამდე ვენესუელას სძლია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული