კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მესამე მატჩში ფინეთთან 56:71 დამარცხდა.

დებიუტში ფინელები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრები დაეუფლა ინიციატივას და პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგო. მეორე პერიოდი ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს ჩვენმა გუნდმა შეტევაში 2 შეცდომა დაუშვა და პირველი ტაიმი 3 ქულით წააგო.

შესვენების შემდეგ ფინელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ ფურცხვანიძე იყო (მის ანგარიშზე აგრეთვე 9 მოხსნაა), 11 ქულა ნიკა დარბაიძემ ჩააგდო (+9 მოხსნა), 9-9 ქულა კი რატი
ანდრონიკაშვილმა და სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ხვალ პორტუგალიას ხვდება. თუმცა, ამ მატჩს უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენი გუნდი ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელ საუკეთესო ორ ნაკრებს შორის ვეღარ მოხვდება.