საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან წააგო

AutoSharing Option
წარუმატებლად დაიწყო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მეტოქე უკრაინასთან 27 ქულით წააგო. ჯგუფში ქართველებს უკრაინასთან ერთად შვედეთი, კოსოვო და აზერბაიჯანი ჰყავს, როლებსაც მომავალ დღეებში დაუპირისპირდება და თუკი მომდევნო ეტაპზე გასვლის ამბიცია აქვს, სავარაუდოდ ყველა მეტოქის დამარცხება დასჭირდება.

საქართველომ პირველი პერიოდი 11:25 წააგო, თუმცა მეორე ათწუთეულში თამაში გამოასწორა და ჩამორჩენაც შეამცირა. დიდი შესვენებისთვის უკრაინელთა ლიდერობა 9 ქულამდე შემცირ
და, თუმცა მესამე პერიოდიდან სლავებმა კვლავ გააქტიურდნენ, უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ დროში ქართველები ამაზე ახლოს არ მიუშვია.

საბოლოოდ უკრაინამ საქართველო 82:55 დაამარცხა, რაც დიდწილად 4 კალათბურთელის: ალეკსანდრ კობჭინსკის (19 ქულა, 10 მოხსნა), ჰლებ ბატალსკის (17 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი), ვიტალი შიმანსკის (15 ქულა) და ბოგდან ბრინიუკის (15 ქულა) დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი ორმა კალათბურთელმა დაძლია – გიორგი სულაბერიძემ 12 ქულა მიითვალა, ლუკა ლომთაძემ -10.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მორიგ შეხვედრას 8 ივლისს, კოსოვოსთან გამართავს. მატჩის პირდაპირი ეთერით ყურება შესაძლებელი იქნება ფიბა-ს იუთუბის არხზე.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ მინდა პერსონალურად განვიხილო თითოეული მოთამაშის შეცდომები და შესაძლებლობები . თუღუშს მინდა ვკითხო, გუშინდელი თამაშის მერეც არ ნანობ იმას , რომ ერთი კაცი მაინც ვერ წაიყვანე ამ ნაკრებში შენი გადაწყვეტილებით?! და ის ერთი ვინც არის თქვენ ჩემზე კარგად იცი. თვითონ მაგ ბიჭების მოტივაცია როგორ უნდა იყოს მაღალი , როცა ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი სახლში გაუშვით და ფარზე ყველაფერი მოგვიგო უკრაინამ , როგორც დაცვაში ისე შეტევაში.არც დარბაზები არ უშველის ამ ყველაფერს და არც აკადემიები , ნაკრებში უნდა ითამაშოს თავის ასაკში საუკეთესოებმა . და კიდევ , საქართველოს ჩემპიონატში რომ ცემა-ტყეპა მიდის და ამას მსაჯი იმის მიხედვით უსტვენს , ვინ-ვის ეთამაშება , გუშინაც გამოჩნდა რომ დისწიპლინაში როგორც დაცვაში ისე შეტევაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ათამაშეთ ისევ მამიკო-დედიკო-ბიძიკოს ბიჭები და რასაც მოიმკით შედეგს არ გაგიკვირდეთ .
ATP 16
13:14 08-07-2023
0
რა მისცეს ვის მისცეს სამარცხვინოთ ირჯებოდნენ, მეორე და მესამე პერიოდს ვუყურე ჩაგდებას ვინ ამბობს სამიანი ვერც კი ისროლოეს, არანაირი კომბინაცია, არანაირი მონახაზი.
ტტტ
13:06 08-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული