კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
30 ივლისს საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კიევში ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინასთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 78:71 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინაში ლატვიიდან ჩავიდა, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარა. უკრაინასთან მატჩის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 56:51 იგებდა და 5-ქულიანი სხვაობით ლიდერობდა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრეც. დასკვნით წუთებში უკრაინელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულით, ანგარიშით 78:71 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 10 ქულით, 5
მოხსნით და 4 პასით გამოირჩა ირაკლი კილაძე. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონისთვის ემზადება და მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ უკრაინასთან დღეს, 31 ივლისს გამართავს.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ