სწორედ ისლანდია და საქართველო იბრძოდნენ ჯგუფში მეორე ადგილისთვის. ამ გუნდების მატჩი კი ქართველების 25-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და საქართველომ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი აგრძელებს A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას
ისლანდიასთან მატჩში ქართველები თავიდანვე დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის 8 ქულით მოგების შემდეგ ცინცაძე-ტყეშელაშვილის შეგირდებმა დიდი შესვენებისთვის 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ისლანდიელებმა მესამე პერიოდში თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში სხვაობა 7 ქულამდეც შემცირდა, თუმცა ბოლო 5-წუთეულში ქართველებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და გამანადგურებელი მარცხი აგემეს.
ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც 20 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ის მეტსაც მოინაგრებდა, თუმცა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. 22 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა გიორგი ცაგარეიშვილის ანგარიშზე, 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი გიორგი ნიკოლაევმა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ესტონეთის ნაკრები იქნება, რომელმაც B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრა 11 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE