კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U16. საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს სძლია და ევროჩელენჯის პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა უნგრეთს 61:51 სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს პორტუგალია და უნგრეთი შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩელენჯერში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ფიბას რეიტინგში ევროპაში 19-25 ადგილებს იკავებენ. ეს 7 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის. ჯგუფში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. 18 აგვისტოს ქართველებმა უნგრეთის წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის
დაწყებამდე ჩვენმა კალათბურთელებმა კარგი ამბავი შეიტყვეს. სლოვაკეთმა, რომელმაც პირველ ტურში საქართველო 77:76 დაამარცხა, მოულოდნელად კვიპროსთან წააგო და საქართველოს, როგორც კვიპროსელთა 10 ქულით მძლეველს, ჯგუფიდან გასვლა დაუკანონდა. ბოლო მატჩში უნგრეთთან წაგების შემთხვევაშიც კი, საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში გადიოდა. მოგების შემთხვევაში კი საქართველო 2 მოგებას და 1 მარცხს აგროვებდა და ანალოგიური შედეგის მქონე უნგრეთს პირადი მოგების ხარჯზე ცხრილში სჯობნიდა. ასეც მოხდა, საქართველომ ზედმეტი გართულების გარეშე სძლია უნგრეთს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 4 პასით საუკეთესო იყო ლუკა ალავიძე. 10 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ხოლო ანრი ბელთაძის ანგარიშზე 5 ქულა და 10 მოხსნაა.

საქართველოსა და უკრაინის ნახევარფინალური დაპირისპირება 20 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ