ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
აქ ჭკვიანი ხალხი ხართ და ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ერთი საკითხი. კოკოშკოვი უფრო მოგწონდათ თუ ზუროსი. და რომელი რა კომპონენტში იყო უკეთესი? მადლობა წინასწარ პასუხისთვის
სამო
08 სექტემბერი 2017 17:41
3
გატეხავა
ანდრი
08 სექტემბერი 2017 16:41
1
ზუროსიც და დიქსონიც ჰაერივით აუცილებელია ნაკრებისთვის
koki
09 სექტემბერი 2017 09:36
0
ამ კაცმა შეუძლებელი შეძლო და მსოფლიო გრანდები დაამარცხა,მართალია კედლები ვერ ''დაამსხვრია'' და მედლები ვერ მოგვაპოვებინა,მაგრამ უდიდესი კვალი დაატოვებინა ჩვენს ბიჭებსა და საერთოდ ქვეყანას მსოფლიო სპორტში.აგერ რაგბისტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი,მაგრამ მსოფლიო გრანდებთან დიდი ანგარიშით მარცხდებიან,ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც საკალათბურთო მოედანი ძნელად თუ მოიძებნება სადმე ამხელა წარმატების მიღწევა ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია იდეაში)თუმცა წარმოუდგენელი რომ არაფერია,ეს ჩვენმა ბიჭებმა და ''დიდმა'' ილიასმა უკვე დაამტკიცა
oto
09 სექტემბერი 2017 02:10
0
გრანდების დამარცხებას უკრაინა დაემარცხებინა ჯობდა
sos
09 სექტემბერი 2017 16:30
0
კარგია რომ მის დარჩენას ემხრობით მაგრამ არ გაინტერესებთ რატომ თქვა ასე იქნებ მის საქმეში უხეშად ერევიან იქნებ კანდიდატების შერჩევისას თავისუფალი არ არის რაღაც რომ ვერ არის ნაკრებში ჯანსაღად ფაქტია ვიძახით მოკლე სკამს მაგრამ მოკლე სკამი პრობლემებს ქმნის თამაშის მეორე ნახევარში ჩვენ კი პირიქით გვჭირდა აქ სხვა პრობლემაა თუ დარჩება ბალასტი უნდა მოიშოროს თორემ შედეგი არ იქნება
nnn
09 სექტემბერი 2017 07:06
0
ჯერ ოფთალმოლოგთან უნდა გაატარო ნაკრების ყველა წევრი და მერე ავარჯიშო სამქულიანების სროლაზე !!! ეგებ ... არიან და ეგა ჩვენი პრობლემა და არა მჭვრთნელი
calTvala
09 სექტემბერი 2017 17:11
3
როგორ გამიცრუვდა იმედები როგორ!!! ყველაზე მეტი იმედგაცრუება იყო ქართულ სპორტში!!!
svan
09 სექტემბერი 2017 17:07
0
ალბათ დარჩება კიდეც ტუ დაინახა მსოფლიოზე გასვლის პერსპექტივა მაგრამ ზოგიერტი ამბობს ნბა ს გაარდა ევროლიგის გუნდებიც არ გამოუშვებს ხალხს შესარჩევზეო ტუ ასეა მაშინ აღარ დსრჩება შენგელია და შერმადინი თუ არ იქნა აბა ვის იმედზე დარჩეს ბოისას და გამმყრელიძის?
ნბნ
09 სექტემბერი 2017 11:03
0
ზუროსმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა,პირველი ძირითადი შეცდომა იყო სათადარიგო კალათბურთელების ცუდი შერჩევა,ბერიშვილი,ლონდარიძე,გამყრელიძე,ბოისა და ბითაძე მოთამაშეები კი არ იყვნენ,არამედ ტაშის დამკვრელები,ტურისტები და სხვა.შეიძლებოდა ცქიტიშვილთან დალაპარაკება,ის ამ ხუთეულზე სასარგებლო იქნებოდა და ცოტას მაინც ამუასუნთქებდა იმ შვიდ კაცს.ასევე მას უნდა ემუშავა შტაბთან ერთად და უნდა მოეძებნა სხვა კალათბურთელები,რომლებიც გასტრალიორებზე ცოტათი მაინც უკეთესები იქნებოდნენ,მან ეს არ ან ვერ გააკეთა,მან ვერ გამოიყენა სამწვრთნელო შტაბი,ისინი ძალიან ბევრნი არიან და სათადარიგოებთან ერთად ისინიც ტაშის დამკვრელები იყვნენ,მერე ეს კაცი გაუწონასწორებელია,თითქმის ყველა მატჩის დროს ტექნიკურს იღებდა,ასევე გამოჩნდა მისი ტაკტიკოსობაც,რაშიც დიდი ბედენა ვერ გამოდგა,წავიდეს თუ არა,ჩემი აზრით უნდა წავიდეს,ოღონდ მასზე უკეთესი უნდა მოიყვანონ.
roma
09 სექტემბერი 2017 10:42
6
ცქიტიშვილმა თვითონ თქვა უარი ნაკრებზე, თანაც დიდი ხანია. სხვა ვინ წაევანა?
გიო
11 სექტემბერი 2017 21:46
0
datoveT
devi
09 სექტემბერი 2017 02:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული