ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისშია და დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს მოედნის კიდიდან ადევნებს თვალს. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კალათბურთის ფედერაციასთან ჯერ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევია, თუმცა უშუალოდ თამაშებისას დეტალურად ინიშნავს სხვადასხვა ნიუანსს და წინასწარ შეიძლება თქმა, რომ მალე შეთანხმებაც შედგება.

საქართველოს ნაკრებს უახლოესი ოფიციალური შეხვედრა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 24 ნოემბერს გერმანიის წინააღმდეგ ელის, 27-ში კი სერბეთში ითამაშებს. ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ მატჩებში ევროლიგის კალათბურთელების მონაწილეობა. ევროლიგის კლუბებში კი ორი ლიდერი გვყავს - თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. თუმცა,
ისინი რომც ჩამოვიდნენ (რისი იმედიც გვაქვს), მსოფლიოს შესარჩევზე წარმატებისთვის აუცილებელია, საქართველოს ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბოს.

ეს კარგად ესმის ილიას ზუროსს და ამიტომაც შეხვდა გუშინ ჯერ ლევან ფაცაციას, შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილს.

როგორც ერთს, ასევე მეორეს ეროვნულ გუნდში თამაშის საკმარისი გამოცდილება აქვს, თუმცა 2017 წელს საქართველოს ნაკრებში არც ერთს არ უთამაშია. ნიკა სულაც 2013 წლის შემდეგაა ნაკრებს მიღმა.

ცქიტიშვილისა და ზუროსის შეხვედრის შემდეგ ისედაც ნათელი იყო, რაზე ილაპარაკებდნენ ბერძენი სპეციალისტი და ქართველი კალათბურთელი. კონკრეტული დეტალების გამხელისგან ნიკამ თავი შეიკავა, თუმცა ის კი ცხადია, რომ ლაპარაკი იყო მის ნაკრებში დაბრუნებაზე. წინააღმდეგი არც კალათბურთელია.

ასე რომ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 4-წლიანი შესვენების შემდეგ სკიტას ნაკრებში დაბრუნებას უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ მას ეროვნულში დებიუტი 1999 წელს, შვეიცარიასთან მატჩში ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ცქიტიშვილი იმსახურებდა ნაკრებში ყოფნას. რატომღაც არ გამოიყენეს ამ კაცის პოტენციალი თავის დროზე.
ეხლა არ ვიცი, რა ფორმაშია. თუ კარგი სროლები აქვს მოსაყვანია ნაკრებში, თუ მარტო ტანკივით დადგება მოედანზე ერთი კაცივით და სროლები 10-დან 6 თუ გააფუჭა, მაშინ რა აზრი აქვს.
ახალი თაობაა წამოსაწევი, რომლებიც ძველი "ავტორიტეტების" ქვეშ იჩრდილებიან
ასეა ეეს.
11 ოქტომბერი 2017 12:17
0
ცქიტიშვილმა თვითონ ვერ მოიცალა ნაკრებისთვის როცა გამოიძახეს
dd
12 ოქტომბერი 2017 16:50
0
ზუროსმა ჩემის აზრით აქცენტი ახალგაზრდებზე და ძალიან ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს,რომ სამი ან ოთხი წლის შემდეგ გამართული,კარგი გუნდი გვყავდეს.ცქიტიშვილზე და სხვა "საპენსიო" ასაკის კალათბურთელების მოწვევა გუნდს არ წაადგება.თვრამეტი და ოცწლამდელების ნაკრებში არიან მოთამაშეები რომლებიც არც ცქიტიშვილს და არც მამუკელაშვილს არ ჩამოუვარდებიან.მამუკელაშვილი არ ჩამოვა რადგან მისი კლასი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს,შემდგომში შეიძლება მოუმატოს თუმცა არა მგონია.რაც შეეხება ევროპაზე წაყვანილ "ბალასტს" ისინი საერთოდ არ უნდა იქნენ გამოძახებული.
888
10 ოქტომბერი 2017 11:42
3
ჩემი აზრით, კარგი იქნება, ზუროსი რომ ვაისს დაელაპარაკოს და შედგეს საუკუნის შეთანხმება: ბოისა გადაიყვანონ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში თავდამსხმელად, ხოლო კალათბურთის ნაკრებში გადმოიყვანონ ლადო დვალიშვილი. ეს ცვლილება არც ერთ ნაკრებს დააზარალებს, ბოისას და დვალიშვილის შედეგიანობიდან გამომდინარე.
ალეკო
04 ოქტომბერი 2017 20:07
0
:) )))
გავსკდი სიცილით.
11 ოქტომბერი 2017 12:11
0
მამუკელაშვილმა ესე თქვა სპორტის დაფის გადაცემაში მომავალ წელს ვითამაშებ ნაკრებშიო და მოქალაქეობის საკითხი გადაწყვეტის პროცესშიაო ხოდა ეგ სპორტული ჟურნალისტები მივიდენ და კითხონ რა ხდება აპა მეხოარ მივალ ეხლა.
zaza
04 ოქტომბერი 2017 17:46
0
რატი ანდრონიკაშვილი და დვალისვიოლი გამოიზახეტ ბოისას ნუ უყურებტ ის რას გიკარნახებტ გაივსო ტავის ზმის საზმაკაცოები ნაკრები
შოთა გუგეშაშვილი
04 ოქტომბერი 2017 13:59
2
ანდრონიკაშვილი 17 წლისაა
Zsza
04 ოქტომბერი 2017 15:40
0
ეგრე თქვე დალოცვილებო 5,5 ადამიანით როდემდე უნდა ითამაშოთ
ვაჩო
04 ოქტომბერი 2017 12:02
0
ცქიტიშვილი ვფიქრობ გამოადგება ნაკრებს, რაც შეეხება ფაცაციას მისი ბოლო თამაშები არ მინახავს, თუმცა დინამოს თამაში ვნახე ხუვენტუტთან თბილისში და იქ ვერ დავინახე ისეთი რომ ნაკრებისათვის ამ ეტაპზე მზად იყოს.
ისე ამერიკაში მყოფი მამუკელაშვილის საკითხის გარკვევას არ ცდილობს ფედერაცია?
ასევე ყურადღებაა მისაქცევი 16-17 წლამდელების ნაკრების გამთამაშებელზე რატი ქვია მგონი
ქომაგი
04 ოქტომბერი 2017 11:50
0
ნიკოლოზ ცქიტიშვილი არა, ნიკოლოზ დერიუგინი დააბრუნონ, ის ჯობია. "დინამო"-"ხუვენტუდი"-ს თამაშზე ვიყავი. ძალიან ნელა თამაშობს და ბევრი ხარვეზი აქვს.
ვახო
04 ოქტომბერი 2017 11:30
17
დროზე გაუშვით ზუროსი, ვერ ატყობთ, უკვე ფეხბურთის მწვრთნელობა რომ შეეყარა?!...
მსქროლავი ტროლი
04 ოქტომბერი 2017 12:54
13
ეტყობა სხვა თამაშზე იყავი
Sergi
04 ოქტომბერი 2017 12:19
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული