კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩში სტუმრად ისრაელის დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

"ჩემს გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ბოლომდე იბრძოლეს. აქ მოგება ყველას უჭირს. კალათბურთელები სანაკრებო პაუზისას ცოტა ხნით ჩამოდიან და მათი შეთამაშება ძნელია. მაგარი მატჩი მოვიგეთ და ახლა კიდევ უფრო მაგარი შეხვედრა გველოდება საბერძნეთის გუნდთან. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის.

დაცვაში თამაშში ხარვეზები გვქონდა. დაბალი კალათბურთელებითაც ვითამაშეთ, როდესაც შენგელია 5 ნომერზე დავაყენე. შერმადინი კარგი ცენტრია, თუმცა ბოლოს ბითაძე ვათამაშე, რადგან დაფარება ეხერხება.

მაკფადენი ჩვენი გუნდის წევრად რჩება,
ჯენინგი კი შესანიშნავად გაისარჯა. მან და სანაძემ შორიდან კარგად ისროლეს. ჯენინგმა სადებიუტო მატჩი კარგად ჩაატარა.

შედეგთან ერთად პერსპექტივაზეც უნდა ვიფიქროთ. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი. ანდრონიკაშვილს მივცემთ შანსს, სხვებსაც".

altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ