საქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა.

გილოცავთ!

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, შერმადინი, ჯენინგი, ცინცაძე, სანაძე. პირველ მეოთხედში ორივე გუნდი შეტევაში უკეთ თამაშობდა, ვიდრე დაცვაში. ჩვენი გუნდი სამწამიანში ადვილად ატარებდა მეტოქეს და ზუროსმა სწრაფი კოენის გასანეიტრალებლად შერმადინის ნაცვლად ბითაძე შეუშვა შეცვლაზე.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები მე-8 წუთზე წინ გაიჭრნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა და პირველი პერიოდი 26:23 მოვიგეთ. ამ 26 ქულიდან 13 შენგელიას
ანგარიშზე იყო, რომელსაც სამქულიანები წაუვიდა.

შუა მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 9 ქულით დაწინაურდა, რაც უკვე კარგი ფორა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ოთხივე სამქულიანი ჩააგდო სანაძემ. თამაში წაუვიდა ჩვენი გუნდის ახალწვეულ ჯენინგსაც.

პირველი ტაიმი 37:49 დასრულდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თუ ადრე მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემა იყო, ამჯერად შეცვლაზე შესულებიც მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში.

მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დეუფლნენ, 27-ე წუთზე წინ გაიჭრნენ და მეოთხედი 15 ქულით წავაგეთ - 68:65. აღსანიშნავია, რომ მათ მატჩის ამ მონაკვეთში შენგელიას შეჩერება მოახერხეს, რომელმაც მხოლოდ 2 ქულა შესძინა გუნდს.

მეოთხე პერიოდში ისრაელი 6 ქულით გაიჭრა წინ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე მოახერხა დაწინაურება. შესანიშნავად გაისარჯა ბითაძე. ბოლოს შენგელიამ კოენს შეტევაში მეხუთე პერსონალური მიაღებინა, ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მეტოქემ ორივე საჯარიმო გააცუდა, ცინცაძემ ბურთი ჩაჭრა, შენგელიამ ბურთი ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

შენგელიამ 22 ქულა ჩააგდო, სანაძემ 17, ჯენინგმა 15, ბითაძემ 13, შერმდინმა 9, ბერიშვილმა 6, ბოქოლიშვილმა კი - 3. შენგელიამ და ბითაძემ 9-9-ჯერ მოხსნეს ბურთი. 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა ცინცაძემ, 6 კი ფაცაციამ.

მასპინძელთა გუნდიდან 14-14 ქულა კოენის და ზოოსმანის ანგარიშზეა, 13 სეგევის, 12 ბლატის, 9 არიელის, 8 გინატის, 6 ჩუბრევიჩის, ხოლო 4 ტიმორის.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბითაძე გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.

ჩვენი გუნდი 16 სექტემბერს ჯგუფის ფავორიტს საბერძნეთს უმასპინძლებს.

altსაქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

altილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება

altისრაელის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებმა შეტევაში 17-ჯერ მოხსნა ბურთი და ეს გადამწყვეტი გახლდათ

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის გარდაუვალი პროცესია. მით უფრო სასიხარულოა ეს გამარჯვება... ყველას გილოცავთ!!!
tngh
13:16 14-09-2018
0
შალვას და ყველას გილოცავთ გამარჯვებას და ახალი ვარსკვლავის დაბადებას-ეს გოგა ბითაძეა, ქართული კალათბურთი უკვდავია, როცა ასეთი ტალანტები იბადებიან, ეს ნიჭი ცოტა, სულ ცოტა ხანში აალაპარაკებს მსოფლიოს!
შალვა73-ს
12:12 14-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული