კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსს თანამემამულეთა დამარცხების იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბერძენ მწვრთნელს, ილიას ზუროსს, ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მეორე მატჩში, საბერძნეთის დამარცხების იმედი აქვს.

"ისრაელთან მაგარი თამაში მოვიგეთ. ეს კარგია, თუმცა ახლა უფრო ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. საბერძნეთმა ხომ ამ ტურნირზე შვიდივე შეხვედრა მოიგო. ორიოდ დღის წინ სერბეთს სძლია.

გამარჯვების მოპოვების ერთადერთი ხერხი ბოლომდე ბრძოლაა. მე ჩემი ბიჭების იმედი მაქვს.

აგრეთვე გულშემატკივართა მხარდაჭერის მეიმედება, რომლებიც როგორც ყოველთვის, დარბაზს გაავსებენ და ბოლომდე დაგვიდგებიან გვერდში.

დიდი მატჩი გველის და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა".

altტანასის სკორტოპულოსი: საქართველოს ნაკრებს უნდა შოუ ჩაატაროს და დაგვამარცხოს

ასევე დაგაინტერესებთ