ტანასის სკორტოპულოსი: საქართველოს ნაკრებს უნდა შოუ ჩაატაროს და დაგვამარცხოს

AutoSharing Option
კრეტაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში სერბეთის დამარცხების შემდეგ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა ტანასის სკორტოპულოსმა განაცხადა, რომ დიდი მატჩი მოიგეს და თბილისში მძიმე თამაში ელით, რადგან საქართველოს ეროვნული გუნდი შოუს მოწყობას და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ელადელთა  ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში დილით ივარჯიშა და მათმა თავკაცმა მომავალი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მაგრად ვასპარეზობთ, პროგრესი სახეზეა. შემდეგი ამოცანა საქართველოს დამარცხებაა. ბიჭები საბრძოლოდ მზად არიან და მშვენივრად ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.

შენგელია
და შერმადინი მეტოქის ლიდერები არიან და მათ გასანეიტრალებლად ყველაფერს ვიღონებთ. ჯენინგს პერიმეტრი უნდა გადავუკეტოთ, რათა სროლის საშუალება შევუზღუდოთ.

პრინტენზისი და ბურუსისი ძალიან დაგვაკლდებიან. სწრაფად თამაშის და კარგი დაცვის ორგანიზების იმედი მაქვს. ეს ჩვენი უპირატესობაა და უნდა გამოვიყენოთ".

შეგახსენებთ, საბერძნეთს მისი ლიდერები გიორგიოს პრინტეზისი და იოანის ბურუსისი არ დაეხმარებიან.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

altსაბერძნეთის ნაკრები თბილისში ორი ლიდერის გარეშე ჩამოვა

 

altილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული