კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს
აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა
ასევე დაგაინტერესებთ