შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება

AutoSharing Option
რიგაში, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე, ფილიპინებმა ლატვია 89:80 დაამარცხა.

ფილიპინებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, რომელიც 16 ქულით მოიგო, შემდეგ 28 ქულითაც დაწინაურდა, ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან 55:83 წააგო, დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად 19 ქულით მოგება სჭირდება.

საქართველოსა და ფილიპინების ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 52 /
არავინ არ არის გარიყული, თვითონ ქმნიან ჩაკეტილ წრეს და ასე იყო ოდითგანვე. ფულსაც კარგად შოულობენ და მშვენივრად არიან. ბავშვობიდან მახსოვს კალათბურთზე ვერ მოხვდებოდა, თუ ნაცნობი, თანაც ცნობილი არ გყავდა. იგივე გრძელდება ეხლაც. მაგალითად: ლონდარიძეს ნაკრებში რა უნდა. ანდრონიკაშვილს კაი პატრონი ყავს. ესპანეთში თამაში გაუჩალიჩა "ზამენის" მოთამაშედ. ტიპი უაზროდ აძლევს ბურთს და საქმიანობის ნული პროცენტი. სანამ ეს ჯადოსნური წრე არ გაირკვევა ასე იქნება მუდამ. თანხებს და დაფასება რაც შეეხება არცერთი არ აკლიათ და არც თავს იკლავენ მაგისთვის
1
fan1-ს შარშან რომ საოცარი შედეგი დადეს და კარგი მწვრთნელი ყავდათ რასაც მეც ვიზიარებ იმიტომაც ვართ აღშფოთებულები რომ წელს სრულიად დეგრადირებულია ხარისხი. ეს ახალი მწვრთლელი რომ "კარგი" სპეციალისტია შედეგებიდან ჩანს. ჩვენზე უარეს გუნდებს უკეთესი ნატურალიზირებული კალათბურთელები ყავს და "ძნელია" ეგ მიუთითებს ფედერაციის უნარებზე. "ფულს ვერ გადაუხდი მოწვეულ კალათბურთელს." ამაზე კომენტარი ზედმეტია. თქვენ ალბათ ფედერაციის დაცვა გევალებათ ამ საიტზ. კარგად ჩანს ტენდენციურობა. გულშემატკივარი ხედავს კარგ და ცუდ თამაშს.
fan1
17:37 04-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული