კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

თორნიკე შენგელია უკრაინას მიმართავს - ის ცსკა-ს ტოვებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოკომ მოსკოვის ცსკა დატოვა, თუმცა, ეს სიახლე ჯერ დადასტურებული არ არის და ყველაფერს მოგვიანებით შევიტყობთ.

სამივე რუსულ კლუბს (ცსკა, ზენიტი, უნიკსი) ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს, "ბარსელონასთან" ცსკა-ს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო, "ჟალგირისმა" კი "არმიელებთან" ნეიტრალურ მოედანზე თამაშზეც უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ