მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდების მატჩში გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გავიდა. ამ შეხვედრაში "მაკაბიმ" 113:85 გაანადგურა "ბასკონია" და ებრაული გუნდი პლეი-ოფში "პანათინაიკოსს" შეუწყვილდა. წაგებულ "ბასკონიას" კიდევ ერთი შანსი აქვს
სტამბოლში გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით, "ვირტუსმა" მასპინძელი 67:64 დაამარცხა. თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.
გადამწყვეტი მომენტი ლუნდბერგის სამქულიანი იყო. დანიელმა იფემ 13 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და "ვირტუსის" უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა- 67:61. "ეფესმა" სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ჯარიმა დროულად ვეღარ აიღო და "ვირტუსმა" პლეი-ინის ფინალის საგზური მოიპოვა. პლეი-ინის ფინალური მატჩის თარიღი სულ მალე გაირკვევა.
GBF.GE