ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.

მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
უნამუსობას საზღვრები არა აქვს, ახია ჩვენზე. ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა როგორ და რანაირად უნდა მოვიქცეთ. უსინდისოები
sport
02 ივლისი 2022 11:02
4
წიგნის წაკითხვა ნამდვილად არ გვაწყენს მთელ ერს. აქ ზოგი ისეთი კომენტარია,აშკარად ვერ არჩევს მტერს და მოყვარეს. თურმე მწვრთნელის საქციელის გამო,უკრაინა და ლატვიაა ჩვენი მტერი. ახალი თემა იშოვა რუსულმა პროპაგანდამ.
irakli81
02 ივლისი 2022 11:46
24
მოლო ხანებში მოდაში შემოვიდა საკუთარი ერის ლანძღვა. ეს გადაგვარების ბოლო სტადიაა.
ქიტესა
02 ივლისი 2022 21:44
1
კომენტარებს რომ ვკითხულო ვრწმუნდები, რომ სამწუხაროდ ჩვენ ერს ბევრი აქვს სასწავლი, ზედმეტი გაუმართლებელი ემოცია, გაუთვითცნობიერება და უწესობა გვჭირს, მარტო წიგნის კითხვაც არ გვიშველის, შინაგანი კულტურა , ერუდიცია მენტალიტეტია გამოსასწორებელი....
გუსანი
02 ივლისი 2022 14:37
18
შენით დაიწყე და ერს ნუ ეხები! ძალიანაც კარგი და განათლებული ერი ვართ, არ მოგწონვართ?აუსვი შენს ევროპაში და იქ განათლდი სხვანაირად.
გუსანას
02 ივლისი 2022 18:22
9
მოკლედ, რანაირ კომენტარს აღარ ვკითხულობ. მე თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს, და ვფიქრობ მაქვს უფლებაჩემი აზრი დავწერო. არანაირი გამართლება ჩვენი ნაკრების თამაშს არა აქვს. ამას მართლა არ ქვია: არ წაუვიდათ. ბატებივით რომ დარბიხარ პარკეტზე, ეს შენი ქვეყნის შეურაცყოფაა, მე ასე მესმის. არავის აქვს უფლება ქვეყანა ვიღაცეების დასაცინად აქციოს. რაც შეეხება იმათ მწვრთნელს, იტიპა რა ბიჭმა, გოიმის ფსიქოლოგია ასეა, მისცეს თამაში, ამან კიდე შეურაცყოფის მიყენებაც მოინდომა. არანაირი აზრი იმ წუთშესვენებას არ ქონდა, არანაირიი აზრი არ ქონდა. უბრალოდ იტიპა ბიჭმა, კიდე უარესებს იტყვის, აბა რა გგონიათ, გოიმი ასეა. შენ უნდა ქნა ისე რომ თავის ადგილზე იყოს, ყოველთვის. მოკლედ ამ ყველაფერში დამნაშავე არის საქართველოს ნაკრები, რასაც გუშინ ვუყურე, ამათ მე მგონი გააზრებული არ აქვთ რა მაისურები აცვიათ.
ეს იყო დიდი სირცხვილი!
ლევანი
02 ივლისი 2022 15:20
0
თამაში შეიძლება ყველამ წავაგოთ. ბოლო-ბოლო თამაშია. და ჩვენს ბიჭებსაც არავისადმი საბოდიშო არა აქვთ. მთავარია წაგებასთან ერთად ადამიანობა არ დავკარგოთ.
Odala
02 ივლისი 2022 23:59
0
აი როგორც ევროვიზია მოიგო ამ ხახოლებმა სავარაუდოდ ეს თამაშიც ესე მოიგეს უფრო სწორედ მოაგებინეს არ თამაშით სავარაუდოდ იყო წნეხი რო წაგვეგო და ეს უმადური ხახოლები გაგვეთრია.კარგია თუ ვცდები
გიო
02 ივლისი 2022 07:28
2
მაგარი ვიქაჯეთ ჩვენც და იმათმაც
ბექა
02 ივლისი 2022 01:10
27
უკრაინელების პოზიცია როგორია ნეტავ ეგაა საქმე თორე ეს რომ ნაგავია უკვე დაამტკიცა,აი უკრაინაზეა ახა დამოკიდებული. ''მოძმე ერი''.
I
02 ივლისი 2022 22:29
4
უკრაინელმა, ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა.
ბს
02 ივლისი 2022 22:38
1
მაგის მე დედა რომ ......მაგრამ ეხლა ნუ დავიხვევთ ამას ხელზე,ეგრე კარლ ცეისის ფეხბურთელმა მთელ საქართველოს გვიჩვენა ეგ ჟესტი(აქ კი პირადად ზუროსის მიმართ იყო ნაჩვენები,ხელის არ ჩამორთმევის გამო,უფრო სწორად--არ მოხვიდეს გამო) მაგრამ მაშინ ლაითად გავატარეთ,მოვიგეთ ის შეხვედრა და იმიტომ?!ამასაც მოეგოთ და საერთოდ არ იქნებოდა ეგ ამბავი(ბოლო ბოლო დასტოინად მაინც ეთამაშათ,თან არა უკრაინა ისეთი გუნდი, რო ასე უშანსოდ მოგიგოს)
კახა ქ.
02 ივლისი 2022 15:56
4
1) ეს კაცი ლატვიელია და არა უკრაინელი. 2) ერთი უღირსი ადამიანით მთელ ერზე არ უნდა ილაპარაკოთ. ლატვიელები ჩვენი ძმები არიან.
123
02 ივლისი 2022 08:21
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული