საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი დანაკლისით წარდგება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველებს 5 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 3 გამარჯვება და 2 წაგება აქვთ, რითაც ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ. თავის მხრივ, ესპანეთი 4-დან 4 გამარჯვებით გათამაშების ლიდერია.

მოგეხსენებათ, პირენეელების ნაკრებს NBA-ს კალათბურთელები დააკლდებიან, თუმცა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენც. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ვიცოდით, რომ "მილოუკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ წაიყვანა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ვერ ეხმარება; კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით კი, რომელიც ყოფილმა
კალათბურთელმა "სპორტი იმედის" ეთერში გააჟღერა, გოგა ბითაძე მუხლის მცირე დაზიანების გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და (66:79) დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ტურძილაძემ და ფევაძემ რამდენიც ითამაშა ძაან მაგარი იყო რატო არ ათამაშებს ამ ახალგაზრდებს
geo
04 ივლისი 2022 18:36
0
azrze ar xar kalatburtis
duscatto
14 ივლისი 2022 22:05
0
ესპანეთსაც აძლევენ თამაშს...!:)))) ცინცაძეს ნაკრებიში რომ დააყენებ ე.ი. პერსპექტივა ნულია
პაატა
04 ივლისი 2022 17:43
3
Რატომ უწოდებ უთავმოყვარეოებს?
jordan bel-ს
04 ივლისი 2022 16:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული