კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
რიტორიკული კითხვა - საქართველოს ნაკრების გარდა ყველა გუნდი ასე კარგად ისვრის სამიანებს თუ რაღაცას ვაკლებთ?
რიტორიკული კითხვა ნომერი 2, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო - რატომ ავირჩიეთ ჯგუფში ესოდენ ძლიერი თურქეთი? თურქი გულშემატკივრების ჩამოსვლის გამო? იდეაში ფულის გამო?
იბერია
18 აგვისტო 2022 16:55
0
ორივე შეკითხვა რელევანტურია!
მასტერს
18 აგვისტო 2022 21:33
0
კალათბურთი იქით იყოს და..... კომენტარებში ისეთი ქართულით წერს ზოგი დედაენა დაავაწყდება ადამიანს, ოთხი კლასის ქართული გრამატიკა არ ვიცით და მაღალ მატერიებზე გვაქვს პრეტენზია?! სირცხვილია!!!
!!!!
18 აგვისტო 2022 15:12
0
სამი ძახილის ნიშანსაც ვერ შეხვდებით ქართულ გრამატიკაში.
გივი
18 აგვისტო 2022 20:35
0
ეეეე,იმაზე მეტად იფიქრე და ი ბ რ ძ ო ლ ე (თ) -მალე რუსული ენა -სახელმწიფო ენად არ გამოგოცხადონ იმ ღორებმა-ქართულ ენას- ძაღლების ენას რომ უწოდებდნენ ...და საქართველოში მასიურად ასახლებს - მანქურთების ,,ხელისუფლება,, (უკვე 140 000,24 თევერბლემდე 40 000 რომ იყვნენ)...სახელმწიფო ენის ცოდნასაც რომ არ თხოვს(?!), თორემ ჯერ უსახელმწიფოდ, მერე უსამშობლოდ დაგტოვებენ-დარჩებით.
კახაბერი
18 აგვისტო 2022 15:52
3
კი არ სროულობენ, სრულაობენ, ასეა სწორი, აპა რავა))))
ისრულავეთ ბიჭოოოო
18 აგვისტო 2022 15:05
0
მოგესალმებით ყველას
ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს დავამატებ
ვისაც კალათბურთი გესმით როგორ გამართულად სროულობენ მათი კალათბურთელები სამიანებს წელში გამართული და სუფთა სპორტულად. აბა ჩვენები თუნდაც მ.აფენი იპარჭყება. ნუ ცინცაძეს რაც შეეხება მაგარი იყო ჩემი ტოლაა მაგრა დარბოდა პასიც მაგარი ქონდა მარა ა
გულშემატკივარი
18 აგვისტო 2022 13:35
0
გაიღვიძებს და წამოარტყავენ ყურებში ზემოდან)))
მოქალაქე-ს
18 აგვისტო 2022 12:30
1
მაუკელაშვილი,ანდრონიკაშვილი,შერმადინი...დანარჩენი-ზოგი-დიდი-და-ზოგი-პატარა-ასოა...შენგელია-რას-იპრანჩება-ეგ-მაცინებს,რეებს-იგონებს,რა-ბურტებს-კარგავს,რატომ-არ-აძლევდნენ-დასწყსში-პასებს-მაუკელაშვილს-ეგა-და-ის-გამტამაშებელი-შლეგი-ამერიკელი...კაროჩე.-დარხეული-აქვტ-ამ-გადაძველებულ-ვადაგასულ-ტიპებს...ბეჟანიშვილია-ერტი-რატომ-არ-იწვევტ,განა-ბოლოთაშვილს-ან-ლონდარიძეს-არ-ჯობია?!ტიპი-კანადაში-თამაშობს,ნიჭიერი-კაცია,რატომ-არ-ატამაშებტ...მაგრამ-აქ-ბოისების-და-მცვრტნელტა-საბჭოს-გენიაშია-საქმე,ვაი-მაგატ-პატრონს-უყბედურს...
svano magarski
18 აგვისტო 2022 12:12
6
ბუჟანიშვილი ავსტრიის მოქალაქეა და როგორ მოიწვიონ გენიოსო.
რრრ
18 აგვისტო 2022 14:15
0
სანიკიძე გაიღვიძე ნუ გვიცავს....
მოქალაქე
18 აგვისტო 2022 11:36
2
ჰო, მალავს ზუროსი, დღესაც დამალავს ბერძნებთან, ისიამოვნებს 50 ქულიანი სხვაობით. მერე ბითაძე გინდაც ჩამოვიდეს, ვისთანღა უნდა შეთანაშდეს, ირაკლი პაპასთან? კარგად მუშაობს რუსეთი, სრული ფიასკო გველოდება წინ. ამათ კვარას ვითომ კოვიდს და ცარიელ ტრიბუნებს არავინ აპატიებს. მოვა დრო და დაფქვავს მაია ცქიტიშვილი ყველაფერს, როგორც ეხლა ფქვავს გოგაშვილი. მანამდე მოგვიწევს ამათი სვარკის ყურრება.
კარგით რა
18 აგვისტო 2022 09:31
20
ინტერნეტი ხომ აგიკრძალეთ, საიდან დაპოსტე? სასწრაფოდ დაბრუნდი პალატაში
ფსიქიატრიული კლინიკა #1
18 აგვისტო 2022 10:12
3
თამაშს მალავენო?! თამაშის დამალვა თუ უნდოდათ საერთოდ ნუ ითამაშებდნენ ამ ტურნირს!!! ეეეეეჰ ეხლა საბერძნეთი ამოგვტენის კიდევ და ვინ იქნება შემდეგი?!
???!!!
18 აგვისტო 2022 09:10
3
იმიტომ გადავიდა ხვიჩა ნაპოლიში, რომ ნაკრების თამაშებზე არ ჩამოვიდეს? აი შედეგიც
აღშფოთებული ლიბერალი
18 აგვისტო 2022 08:41
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული