ნაკრების ვარჯიში Pallaleonessa-ზე და ინფორმაცია შენგელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
იტალიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრეშას Pallaleonessa-ზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი რამდენიმე კომბინაციის დამუშავებაში ავარჯიშა. კალათბურთელებმა ასევე დიდი დრო დაუთმეს სროლებს. ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა, შემდეგ დარბაზი იტალიელებმა დაიკავეს.

თორნიკე შენგელიას მაგივრად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. იტალიასთან მატჩზე თორნიკე შენგელია ნაკრებთან იქნება. ის ამჟამად ბოლონიაში იმყოფება ცნობილი იტალიელი პროფესორის მოლოდინში. შენგელიას ჩაუტარდა წინასწარი დათვალიერება და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. თუ რა სახით გაგრძელდება მისი მკურნალობა, იქნება ეს
კონსერვატიული გზით თუ ქირურგიული ჩარევით, რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ბოლონიიდან ბრეშაში შენგელია ხვალ, თამაშზე დასასწრებად და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ჩამოვა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ისევ ბოლონიაში დაბრუნდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
ააა უწია ცოდვებმაა შენგელიას, რუსეთში რომ წავიდა და მრავალ ქართველს გული დაწყვიტა, თანაც მთელი გუნდი და კალათბურთის მამები რომ დაეწყვენენ და სპეციალური განცხადებით მხარი დაუჭირეს- სპორტი და პოლიტიკა, სპორტი და ოკუპაცია რა კავშირშიაოო-აი ამ ცოდვამ. ისე,სპორტი და პოლიტიკა თუ კავშირში არ არის და არ იყო, მაშინ რატომ დაჰკრა ფეხი და წამოვიდა რუსეთიდან თოკო, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ან კიდევ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტები რომ პარლამენტარები არიან, იქნებ ესეც არ ნიშნავ სპორტის და პოლიტიკის ბმასს? ასე რომ ეროვნული გმირობა არ გამოვიდა............
ჩასაფრებული
09:54 27-08-2022
69
გული მიგრძნობს, რომ მოვიგებთ. გოგას თამაში თუ წაუვიდა, მისი გამრჩერებელი სამწამიანში არაავინაა
გელა
22:39 26-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული