ზუროსი: ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად იტალიასთან 84:91 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში მეტოქეს გამარჯვება მიულოცა:

"მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ჩემი გუნდით ამაყი ვარ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კაპიტნის გარეშე დავრჩით. ზაფხულში სხვანაირად ვთამაშობდით, ახლა კი გადაწყობა მოგვიწია და რაღაცების გამოსწორება გვჭირდება.

ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა, ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ.

ცინცაძემ მძიმე ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად ბევრი იშრომა, ძალიან დიდი ხანია ნაკრებშია
და კარგი კალათბურთელია. ანდრონიკაშვილი ახალგაზრდა და ნიჭიერია".

მკითხველის კომენტარები / 23 /
რამდენი კალათბურთის უცოდინარი აკომენტარებს. 75-80 პროცენტი სამიანებიო ამ მოფიქრება არ გინდა.დდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
29 აგვისტო 2022 13:29
2
სასწრაფოდ მარსელინიო უერტასის ნატურალიზებაზე იმუშავეთ ფედერაცია,დადეთ ჩადეთ მიეცით ყველაფერი და ეგ ბიჭი გადმოიბირეთ.შედეგს ეგრევე ნახავთ... შერლოკ და ეგ თვალდახუჭული უგებენ მოედანზე ერთმანეთს.მოკლედ მაგარი იქნება....
გულშემატკივარი
28 აგვისტო 2022 19:35
2
მოკლედ ბევრად კარგად ითამაშეს ვიდრე ველოდი, მაგრამ არის ბევრი ხარვეზი განსაკუთრებით დაცვაში და მეტოქის ფართან, ამას გარდა მამუს უნდა მიეცეს თოკოს ადგილის თამაში და თავისუფლება, ძალიან შებოჭილად ათამაშებს რატომღაც არა და ბევრი შეუძლია. ბექაურს შევაქებ რადგან დიდი მონდომებით თამაშობს როდესაც შანსი ეძლევა. სკმმა კარგად ითამაშა მაგრამ უფრო მეტი პროდუქტიულობაა საჭირო. დაცვის სიძლიერე ფეხებიდან მოდის და სწორი "ფუტუორკს" რასაც ეძახიან რაზეც ამერიკაში ბევრს მუშაობენ. და საერთოდ ყველაფერი ფეხების სწორი მოძრაობით თუ დგომიდან მოდის ზუსტი ტყორცნაც. დაცვაში არასწორად დგანანმაკფადენის გარდა მოძრაობაში შორი დისტანციიდან ყველას დაყენებული უყვარს ტყორცნა. ეს დიდი ხარვეზია რადგან დაფარები უფრო მეტი შანსია და ასევე მეტყველებს მტყორცნელის არაკომფორტულიბაზე, თავდაუჯერებლობაზე როდესაც დიდი დრო სჭირდება ბურთის დასამიზნებლად და სასროლად. თსინთსადზემ კარგად ითამაშა, ერთი ორი ცუდ დროს ჩააბარა მაგრამ არა უშავს. პერსონალუყ მეურვეობის დროს ზუსტად ეს "ფუტუორკის" სისუსტე აშვენინებს შეცდომებს. ამიტომ არის ბითაზეც და მამუც ბევრ დროს ატარებენ ამ საქმეზე რაცკოლეჯში მამუ და NBA-ში გადავიდნენ. ევროპაზე მართლა კარგად უნდა გამოვიდნენ მე მგონია და წარმატებას ვუსურვებ. ძუროსი სწორს არიგებდა წუთშესვენებებზე მაგრამ შესრულება უნდა განსაკუთრებით დსაცვაზე უმახვილებდა ყურადღებასზონიდან პერსონალურზე...
simartle
28 აგვისტო 2022 18:53
1
გაიტანეთ ეს სურათი
მოქალაქე
28 აგვისტო 2022 16:26
11
ბევრი კალათბურთის უცოდინარი შემხვედრია , მაგრამ შენნაირი ჯერ არა ! განსაკუთრებული უვიცი ხარ
მოქალაქესს
30 აგვისტო 2022 22:40
0
ვინც დისლაიქებს სვას ის ანტიკალათბურთელები არიან...აზრზე არ არიან კალათბურთის...ზუროსის მიმდევრები არიან და შედეგიც სახეზეა...8წაგებული თამაში და 1 მოგება უხარიათ...82-82 ზე მაკფადენი სასროლად ვერ გაიყვანეს და მწვრთნელი არის შუაში აბა ვინ...სანამ ზუროსი იქნება შედეგს ვერ მივიღებთ და ვერც მივიღეთ...გადახედეთ რას მიაღწია ნაკრებმა ზურისის ხელში...ასეთ მაღალი დონის კალათბურთელებს რომ ვერ შეთავაზება მწვრთნელი საერთოდ არ ხარ...ან ზუროსმა ბერძნულ კლუბში რას მიაღწია...დილსაიქებს ვინს სვავს შედეგიც სახეზეა ...20 18 16 შაფლავდნენ და ამათი მომავალიც ასეთი იქნება...სანიკიძე გაიღვიძე
მოქალაქე
29 აგვისტო 2022 08:25
5
ყველა გამოხმაურება
ნაკრები სულ ერთი და იგივე სქემით თამაშობს, არ ჩანს განსხვავებული კომბინაციები. შორიდან ზუსტი ტყორცნის პრობლემა იმაზე მიუთითებს, რომ კალათბურთელები ვარჯიშზე არასაკმარის დროს უთმობენ ტყორცნების დამუშავების რუტინას.
დო მაჟორი
28 აგვისტო 2022 16:00
0
ჯერ ერთი იტალიას რესურსი მეტი აქვს და გამოჩნდა კიდეც,საჭიროების შემთხვევაში უმატებდნენ, ჩვენ კი მაქსიმუმი დავდეთ რაც შეგვეძლო, კი ბავშვური შეცდომები დავუშვით განსაკუთრებით მტკივნეული ბოლოსკენ, ზოგიერთისგან უფრო გამიკვირდა, მაგ გოგას ეგ პრობლემა სულ აქვს,(სანდროსაც) და იმიტომ ვერ ამაღლდა კლასში, სანდროსგან აშკარად მეტს ველოდი, აბა დანარჩენებს მეტი არ შეუძლიათ და ვეღარც შეძლებენ,აი რატი კი ძალზე არასტაბილურია, ბავშვობიდან ვაკვირდები და ვქომაგობ და მინუსები ჯერ ვერ შეამცირა, პრიმეტრიდან სროლას რაც შეეხება -კალათბურთს სხვანაირად ვერ მოიგებ, ეგ პრობლემა ქართულ კალათბურთში სულ იდგა, რაც თავი მახსოვს, ეტყობა გენში არ გვაქვს თუ რა ? ფონს სულ ფარქვეშ კარგი თამაშით გავდიოდით თუ მიგვიშვებდნენ, დერიუგინი გვყავდა, ეხ , იშვიათია შემთხვევა როცა ემოციის გარეშე ვქომაგობ ჩვენებს, წაგება ზედმეტად რომ არ ვინერვიულო- ეს ის შემთხვევა იყო...და მაინც მგონია თოკოს ყოფნაც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, ევროპაზეც გვაქვს სადარდებელი, ისლანდია კარგადაც ესვრის და სწრაფ კალათბურთსაც თამაშობს და ჩვენი მოკლე სკამით როგორ უნდა მოვუგოდ ? თან მგონი სანდრო და გოგაც არ გვეყოლება,
გუსანი
28 აგვისტო 2022 14:53
0
ზუროსის და ბოისას მწვრთნელობა არ გაიშვას…
პაატა
28 აგვისტო 2022 12:47
30
ვინ უარყოფითი დაწერა კალათბურთის აზრზე არ არის საერთოდ და ნეპოტიზმია
მოქალაქე
28 აგვისტო 2022 16:24
8
რასაც ვაღწევთ დიდი ბრძოლით და თავდადებით გამოდის და ეს კარგია. მაგრამ გვაქვს ძალიან სერიოზული მინუსი- ეს არის 3 ქულიანების რეალიზაციის პრობლემა.მითუმეტეს, როცა მაღალ დონეზე ვასპარეზობთ, თავგანწირვას თუ არ დაემატა 2 ან 3 კარგი სამქულიანის მსროლელი(75-85% მაჩვენებლით), თუნდაც როგორიც იტალიელებმა აჩვენეს, ისე შორს ვერ წავალთ.3 ქულიანები მათნაირად ან მათთან მიახლოებულად მაინც რომ ჩაგვეგდო, აშკარად მოვუგებდით. ლამის ახლა თანაბრად ვეთამაშეთ და 3 ქულიანებით ხომ დავანგრევდით საერთოდ. არ ვიცი როგორ შეიძლება ამის გამოსწორება... ან ნატურალიზება გავუკეთოთ ვინმეს ან რამე სპეციფიური ვარჟიშებია დასანერგი/გადმოსაღები თუ 3 ქულიანების სპეც. მწვრთნელი დასაქირავებელ/ჩამოსაყვანი ??? საინტერესოა სხვა ნაკრებები როგორ აღწევენ მაღალ შედეგს ამ კომპენენტში???? კი იმათაც აქვთ ხანდახან ამ კუთხით ჩავარდნები, მაგრამ ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მხრივ ჩვენს გუნდი აშკარად უკან არის, ეს პრობლემაა და სერიოზულად არის მისახედი.
სოსო
28 აგვისტო 2022 11:41
3
სეხნიავ,75-85%?კარიერის საუკეთესო მატჩებში თუ ასულა მაგ პროცენტზე სტეფ კარი და მაგაზე უკეთესი 3 ქულიანის მსროლელი,დღეს მსოფლიოს არ ჰყავს.მხოლოდ ერთი ნატურალიზერებული კალათბურთელის უფლება აქვთ ევროპის ნაკრებებს,რამდენადაც ვიცი,ასე რომ ეგ სურვილი აუსრულებელია.ძალიან ნელი გუნდი ვართ და ეს არის ჩვენი მთავარი ნაკლი.სამი მაღლით თამაში,კარგი ცხოვრების გამო არ აგვირჩევია.გიორგის გარდა სხვა ასე თუ ისე ნორმალური კლასის გამთამაშებელი,სხვა არ გვყავს და არც პერსპექტივაში ჩანს, ჯერ ვინმე.რატიც,უფრო ინდივიდუალისტია,ვიდრე გამთამაშებელი და წუხელაც ბევრი შეტევა დავკარგეთ ამის გამო.თვითონ ცინცაძეც უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკშია და დიდი ხანია დროა,მის შემცვლელის გამოზრდაზე,გაძლიერებული მუშაობა მიდიოდეს.რაგბის ასაკობრივი ნაკრებისათვის,ერთ დროს სპეციალურად გამოაცხადეს მაღალი ბიჭების მიღება,რათა მათგან დერეფანში კარგი მხტომელი გამოეზარდათ და მგონი შეარჩიეს ასეთები.ალბათ შესაძლებელია ამ პოზიციაზე რაღაცა სპეციფიკური კრიტერიუმების შესაბამისად,პერსპექტიული ბიჭების შერჩევა და შემდგომი გამოზრდა.დრო არ ითმენს,რადგან უკანა ხაზის სისუსტე,უკვე საგრძნობლად აფერხებს ნაკრებს.ნელი მაღლები კი,წუხელაც ჩანდა,რომ ვერც პერიმეტრს იცავენ და მერე,ვეღარც ფარზე დაბრუნებას ასწრებენ.მცირე იმედს ვიტოვებ,რომ შემოდგომის მატჩებისთვის შესაძლოა ნაკრებს შენგელიამ მოუსწროს,თუმცა ფორმაში ჩადგომას ვერაფრით მოასწრებს,ამერიკელების არყოფნაში კი,უკვე კატასტროფულად მოკლე სკამი დაგვრჩება.
სოსო
28 აგვისტო 2022 15:48
0
რა 75% თან 2-3 :))))))) გინახია სტეფ კარი, რეი ალენი, კაილ კორვერი რა %ულობით ესვრიან 3იანს? 75%იანი შუთერი 3 რო გვყავდეს მსოფლიოს მოვიგებთ ყოველ ჯერზე სანამ ეგ სამი კაცი ცოცხალი იქნება :)))))
გიორგი
28 აგვისტო 2022 15:36
0
ყველა გამოხმაურება
მეტოქემ ყველა წუთშესვენების შემდეგ შემოგვიტრიალა თამაში... ჩვენ ვერაფერი შევცვალეთ...
ბექა
28 აგვისტო 2022 11:33
5
ვერაფერს ვერ მიაღწევ...82-82 ანგარიში რომ იყო ერთი კომბინაცია ვერ დახაზე რომ მსროლელი ცარიელი დარჩენილიყო მაგ მაკფადენი ან ბითაძე...რაც ბიჭებმა გააკეთეს თავისი ინდივიდუალური ოსტატობით იბრძოლეს...3 სამქულიანი ისე ჩაგვიგდეს დატონე სულ თავისუფლად ისროდა და შედეგიც ვნახეთ
მოქალაქე
28 აგვისტო 2022 09:37
22
ვინც უარყოფითი დისლაიქი დასვა აზრზე არ არის კალათბურთის
მოქალაქე
28 აგვისტო 2022 16:25
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული