საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
თოკო ძმურად შენს კარიერას მიხედე და მართლა თავში არ აგივარდეს ე.წ. ლიდერობა! უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო კიდევ მოსკოვში იქნებოდი, ასე რომ ცოტა თავმდაბლობას მოვუხმოთ ჯობია და "დაჭრილი არწივის" პოზიდან გამოდი ჩემო ძმაო... შენი არმიელობა უკან მოვიტოვეთ, ხოდა აქეთ ჭკუის დარიგებით იმდენს ნუ იზავ რომ განელებული ცუდი მოგონებები გააღვიო.
პაატა
07 სექტემბერი 2022 16:21
21
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია არის,"შპს საახლობლო"ამიტომაც გვაქვს შედეგები!!!!!
გიორგი
07 სექტემბერი 2022 18:52
1
ჩვენი კალათბურთის პრობლემა იცით რა არის?!კრიტიკის არ მიღება,როგორც ფედერაციის მხრიდან ისე კალათბურთელების,იბრიქებიან უაზროდ!! და თქვენ თამაშებს არ უყურებთ? გადაახვიეთ და ნახეთ როგორ ახალბედებივით თამაშობთ და ბავშვურ შეცდომებს უშვებთ,ცოტა მეტი კრიტიკა თქვენი თავების მიმართ ფედერაცია და კალათბურთელებო!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2022 15:28
1
ამას თავიდანვე ვამბობდი, ამხანაგური თამაშების ესე მიყოლებით წაგების მერე. ზედიზედ რამდენი ამხანაგური წააგეს, გუნდს ეტყობოდა რომ აკლდა მენტალობა, საბრძოლო ჟინი. და ამ ევრობასკეთზეც გამოჩნდა ეს. ესპანეთთან მოგებამ ცამდე აიყვანა ბბიჭები, არიქა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთო. არადა რეალურად შემადგენლიბას რომ ჩავხედოთ, იმ ესპანეთისას და ამ ესპანეთის რომელსაც ჩვენ მოვუგეთ ცა და დედამიწაა. მსოფლიო ჩემპიონი რომელი ნაკრებიც გახდა იმ ნაკრებიდან 8 კალათბურთელი არ იყო ამ ესპანეთში რომელსაც ჩვენ მოვუგეთ, თან ისეთები ვინც მართლა ლიდეეი იყო. აგერ ევრობასკეთზე დაბრუნდა რამოდენიმე ყველა არაა და კი ვნახეთ რაც გვიქნეს. თოკო დიდი ძალაა ამ ნაკრებისთვის ვიცი, მაგრამ, ესე ცუდად თამაში ნაკრების თოკოს არ ყოფნის ბრალი არ არის. ბითაძე და მამუკელაშვილი, ორი ნბა ში მოთამაშე კალათბრუთელი, მაკფადენი რომელიც კლუბში რომ თამაშობს ერთ თამაშში 8-9 სამქულიანს აგდებს ხოლმე, შერმადინი რომელიც ემვიპი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის. ამაზე ვარსკვლავური ნაკრები როდის უნდა გვყავდეს კიდე არ ვიცი. და რა ხეირი.
მურთო
07 სექტემბერი 2022 15:34
0
მე პირადად გასვლის აზრსაც ვერ ვხედავ. კარგი, კიდევ ერთხელ გაგვივარდა და მოვიგეთ. მერე? ღირს ის ხარჯი რაც უნდა გავწიოთ ნაკრების იქ წასასვლელად? ქოსთ-ბენეფიტ ანალიზი შემოგვთავაზეთ და თუ ღირს კი ბატონო, ვუგულშემატკივროთ ვისაც გინდათ. მაგრამ მაგის ანალიზი რომ ვინმეს შეეძლოს, იქ კი არ ვიქნებოდით სადაც ვართ :)
odala
07 სექტემბერი 2022 15:24
1
მე კი ზუროსს ყველაფერს არ დავაბრალებდი.რას ნიშნავს- ბულგარელებს წაუვიდათ სამქულიანები? თავისით ადგა და წაუვიდათ? სხვა არაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, დონჩიჩი, თურმე ყოველდღიურად სამქულიანებზე ვარჯიშობს 4 საათს( და ეს ყველაფერი საერთო ვარჯიშის შემდეგ).თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ეს ჩვენმა კალათბურთელმა გააკეთოს? ზუროსმა რა,ორ კვირაში ასწავლოს?
სხვათაშორის, ეს ტერმინი- წაუვიდა, არ წაუვიდა, ყოველთვის ახასიათებდა ქართულ ჟურნალისტიკას( ჯერ კიდე 70 იან წლებში, ცსკა-ს სულ წაუვიდოდა ხოლმე,ხოლო ბიჭიაშვილსა და ჩიხლაძეს - "დღეს " არ წაუვიდა)
თემო
07 სექტემბერი 2022 20:23
0
ყველა წაგებაზე იმდენი იძახეს არაუშავს არაუშავსო რომ კატასტროფამდე მივედით - ვერავინ ვერ თამაშობს, ბურთის ჩაგდებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დამწყები კალათბურთელები უფრო ზუსტად ტყორცნიან ვიდრე ეს შემადგენლობა. ბელგიამაც რომ მოიგოს მაინც ეჭვი მეპარება მონტენეგროს დამარცხება შეძლოს ამ წაგებებს შეჩვეულმა გუნდმა!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2022 16:32
2
რავი ზუროსს კონტრაქტს უგრძელებს სანიკიძეო! ბედი არ გინდა! 8 თამაში წააგო და იხტიბარი არ გაიტეხო!
მწვრთვნელი
07 სექტემბერი 2022 15:08
1
ძალიანაც კარგი თუ ზუროსს უხანგრძლივებენ კონტრაქტსს!
ვითომ მწვრთნელსს.
07 სექტემბერი 2022 16:42
7
კარგია ის რო ბელგიას წაგება არ აწყობს თორე გასული რო იყოს წაგების შემთხვევაშიც ფლეიოფის წინ თავს არ მოიკლავდა მოტივირებულ ბულგარეთთან აქ მაინც რო გაგვიმართლა კარგია
ნოდო
07 სექტემბერი 2022 14:43
0
გამოდის, რომ თუ ბულგარეთმა მოიგო, ეგენი და მონტენეგრო გადიან და ჩვენ და ბელგიას აღარაფერი გვშველის?!... მაშინ რაღა აზრი ექნება საქართველო - მონტენეგროს მატჩს, სად გვეპატიჟებით, მკვდარ თამაშზე მკვდრების შესრულებით?!...
დდდ
07 სექტემბერი 2022 14:20
8
კი ეგრეა. თუ ბელგიამ არ მოიგო, ბოლო თამაში ორივე გუნდისთვის აზრს კარგავს და თუ მოიგო, ორივესთვის აზრს იძენს.
დებულება
07 სექტემბერი 2022 15:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული