საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
ხალხო, რა გჭირთ, რატო ჩამოყარეთ ყურები? ხარვეზები რომ არის ნაკრებში, მაგას რათ უნდა ლაპარაკი. კრიტიკაც რომ საჭიროა, მაგასაც წყალი არ გაუვა, მაგრამ დრო ხო უნდა იცოდეთ როდის ილაპარაკოთ. ეხლა მაგის დროააა? გადამწყვეტი თამაში აქვთ ბიჭებს წინ და მოდით რაა რამდენიმე დღე შევიკავოთ თავი ნეგატივისგან და უბრალოდ გამხნევოთ ბიჭები და გულით ვუგულშემატკივროთ.
ფეოლა
07 სექტემბერი 2022 18:38
2
რატო გაგვიხადეთ საკვანტედ საქმე რატო?:)))
ხო შეიძლება წააგო მაგრამ გამართული გუნდი იყო, არა ჩვენი პრობლემა დაულაგებლობაა, ერთი რასაც ვერ დაუკარგავ ბძოლობენ რაც შეუძლიათ. ძაან სამწუხაროა!!!
საკვირველია შანსი კიდევ რომ გვაქვს, იმედია გამოვა რამე.
ზურა
07 სექტემბერი 2022 14:57
0
მასპინძელ ქვეყანას რომ სხვის სახვეწარად ექნება საქმეე!!!
საქართველო უპირველესად
07 სექტემბერი 2022 18:49
2
აბა გაცსულვართ და ეგ არის.
დიმა
07 სექტემბერი 2022 13:49
4
არაფერი გიშველით. არ ხართ ღირსი ჯგუფიდან გასვლის.

როდის უნდა მოეშვათ უფასო შეშვებებს და ყველამ ერთად ხმა მივცეთ ძახილს.
სამარცხვინოა ასეთი მიდგომები
ii
07 სექტემბერი 2022 19:15
4
ვილი ერნან გომესმა გადაუარა თურქებს,მაგარი თამაში იყო!!
გიორგი
07 სექტემბერი 2022 21:57
1
თორნიკე, რა აზრი აქვს ხალხის მისვლას? რომ კიდევ ერთხელ მოიშალოს ხალხმა ნერვები ზუროსის სისულელეებზე!!! დავუშვათ რომ მოვიგეთ დღეს და გავედით შემდეგ ეტაპზე, ისე სამარცხვინოდ გავნადგურდებით, რომ მერე უნდა ვთქვათ : ჯობდა ჯგუფში ჩარჩენაო. მთავარი ის არის, რომ ზუროსი სასწრაფოდ უნდა წავიდეს, სტატისტიკას მაინც გადახედეთ- რა საშინელ დღეში ვართ. მწვრთნელი არის ნული!!!!
Idki
07 სექტემბერი 2022 18:16
2
როგორც ვატყობ, დარჩენილი თამაშების მთელი ინტრიგა დაიყვანება შემდეგ შეკითხვაზე - შეგვრცხვება თუ არა, სასწაული რომ მოხდეს და ბერლინში ამოვყოთ თავი?!... ჯერ ერთი, თუ მაინც მოხდა, ეგ სასწაული ჩვენი ნაკრების გარეშე მაინც ვერ მოხდება და სასირცხვილოც არაფერია და... ის დედაბერი რომ ეუბნება ტიგრან გულოიანს, - კარგი და ვთქვათ, იმ რიჟა რუსს რომ დავადო ხელი, შენ არ შეგრცხვებაო?!.. გახსოვთ, რა უპასუხა გულოიანმა?!...
დდდ
07 სექტემბერი 2022 18:09
1
ბურთების ბალანს არა აქვს მნიშვნელობა ?
t
07 სექტემბერი 2022 15:01
0
ჯგუფში ჩავრჩებით სამწუხაროდ ჩვენ და რუმინეთი. მონტენეგროს ვერ დავამარცხებთ, ასეთი თამაშით. რაც ყველზე მთავარია ფარში ბურთს ვერ ვისვრით და როგორ უნდა მოვიგოთ. მიუხედავად ამისა იმედი ბოლოს კვდება და დღესაც გუშინდელივით ნერვების წყვეტა იქქნება. გამარჯვება ჩვენს ბიჭებს.
მამუკა
07 სექტემბერი 2022 14:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული