საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
მინდა ვკითხო შენგელიას, მე რომ ჩემი საქმე გადავდო და ბელგიას ვუქომაგო დარბაზში, თქვენ მონტენეგროს მოუგებთ?
დიმა
07 სექტემბერი 2022 15:46
7
ეეჰ თოკო, თოკო, დიდ პატივს გცემ მაგრამ სიმართლეს ვიტყვი და ნუ მიწყენთ - ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს გვყოლია და არანაირად არ იმსახურებენ (შენს გარეშე) პლეიოფში გასვლას! ნეტავ თავს გაფრთხილებოდი და მერე ვერც ბელგია მოგვიგებდა და ვერც ბულგარეთი. მაინც წარმატებები ნაკრებს
Fani
07 სექტემბერი 2022 15:46
1
სხვა თამაშებზეც რომ ყოფილიყო უფასო არ შეიძლებოდა? ამდენი რო ალაპარაკეთ და დასაცინები გავხდით თურქების!!
სოსო
07 სექტემბერი 2022 13:43
4
კარგით დაუშვათ მართლაც და გავედით 1/8 ფინალში. იქ გერმანია იქნება დიდი ალბათობით პირველი და ბერლინში ვითვალოთ რამდენ 3 ქულიანებით ამოგვავსებენ? ბულგარელმა სამმა კალათბურთელმა აიღო იმდენი ქულა რაც მთელმა ჩვენმა ნაკრებმა გუშინ. ჯობს ახლავე მსოფლიოსთვის მოვემზადოთ და იქნებ სამ ქულიანების სროლა ისწავლონ მანამდე. ეს სირცხვილია ამდენი წლები კალათბურთს თამაშობდე და კალათში ბურთს ვერ აგდებდე. წამიკითხავს კალათბურთელები რამოდენიმე საათი ვარჯიშობენ კალათში სროლაზე, ჩვენებს არაფერი ეტყობათ.
G.LA
07 სექტემბერი 2022 17:41
2
მერედა რა მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ, იქ წავაგებთ აბა რას ვიზამთ, ჩემპიონობას უმიზნებდი კი მარა?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD რა ბულგარეთ ბელგია და მონტენეგრო იზამს რამეს? შენი ლოგიკით ესპანეთის გარდა არავინ უნდა გავიდეს ამ ჯგუფიდან.DDD
რრრ
07 სექტემბერი 2022 19:29
0
უბედურება ის არის რომ საშუალო მანძილიდანაც ვერ ისვრიან ფარში, სამწუხაროდ.
მალაქია
07 სექტემბერი 2022 18:26
0
ყველა გამოხმაურება
საოცრება იყო გუშინ. ვინმემ თუ დაინახა რო ნაკრებს მწვრთნელი საერთოდ ყავდა? მილიონი ერთი და იგივე შეცდომა დაცვაში... ან წუთშესვენებების გამოყენების ასეთუ უდაბლესი ეფექტურობა სადმე ვინმეს თუ უნახავს? პატივისცემა ზუროსს, მარა გუშინ ჯობდა საერთოდ სახლში დარჩენილიყო ...
ID
07 სექტემბერი 2022 16:51
2
ზუროსი არის ნული და უნდა ითქვას რაც სათქმელია, 4 თამაშში არც ერთი კომბინაცია, მოწინააღმდეგის მიერ ერთი და იგივე კომბინაციით ჩაგდებული უამრავი ქულა. მარტო ტექნიკურებს იღებს. წუთშესვენებაზე არავინ არ უსმენს ხვდებიან კალათბურთელებიც რომ ნულია. საერთოდ არ იყოს ჯობია. მარკოიშვილი ბევრად კაი მწვრთნელი იქნება დღეს ვიდრე ზუროსია. პ.ს. კომენტატორების აზრი მაინტერესებს ხმას რო არ იღებენ მწვრთნელზე? რა თემაა? არ შეიძლება ზუროსზე ცუდის თქმა თუ ვერ ვხვდები?
zzz
07 სექტემბერი 2022 17:21
0
საქართველოს არ ჰყავს სუსტი ნაკრები, მიუხედავად წაგებებისა მე მჯერა მათი და დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ისინი გვასახელებენ და გულშემატკივრებსაც გაახარებენ, თოკოს და საქართველოს ნაკრებს ჩვენი გვერდში დგომა ჭირდებათ, იმედი ბოლოს კვდება როდესაც სხვა საშველი არ არის, ხოდა მოდით ხალხო უგულშემატკივრეთ თქვენს ქვეყანას და ნაკრებს, ვაჩვენოთ რომ მათ გვერდში ვუდგავართ, თქვენ არ იცით ეს მათთვის რამხელა მოტივაცია იქნება, შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ვიგებთ!
პაატა
07 სექტემბერი 2022 16:43
1
და როგორ ვიყვირო? ბელ - გია თუ ბელ-ჯუმ როგორ გაიგებენ ბიჭები უკეთ? ისე ბურჯანაძე, ბოქოლიშვილი, ჯინჭარაძე, სანაძე, ბერიშვილი, ცინცაძეც და მოკლედ ნახევარი გუნდი თუ წამოვა ბელგიის საყვირებლად უფრო კარგი იქნება - უფრო დაეხმარებიან ამით ნაკრებს.
იბერია
07 სექტემბერი 2022 16:10
2
ვინმეს გჯერათ ჩვენი მოგების? დავუშვათ და მონტენეგროს რაღაც ქართული ვირუსი შეეყარა და მოვუგეთ... ჰაჰაჰა..... უბრალოდ სირცხვილია ასეთი დონით ბერლინში ჩასვლა...
გუსანი
07 სექტემბერი 2022 15:42
3
ჯგუფიდან გასვლა როცა სათუოა და ამ ვარიანტით გავედით, წარმატებად უნდა ჩავთვალოთ. სიმართლე მწარედ და ამის აღიარება კაციშვილს არ უნდა - სროლა ა რ ვი ცით! ქეცბაიასი არ იყოს, ზუროსი ფოკუზნიკი ხომ არ არის? აშკარა აუტსაიდერები ვართ და 2 თამაშის მოგება მაქსიმუმის მაქსიმუმი იქნება
: )))))))
07 სექტემბერი 2022 18:17
0
დარწმუნენბული ვარ ბელგია მოუგებს ბულგარეთს, და ამ ფონზე ჩვენი მონტენეგროსთან დამარცხება კიდევ უფრო მძიმედ აღსაქმელი იქნება!
Irakli
07 სექტემბერი 2022 14:00
4
ჯერ უაზროდ გააღმერთებთ, მერე ფეხებს შეაწმენდთ. პროვინციალიზმია ეს. რეალურად უნდა მიუდგეს ყველა და გულდასაწყვეტი აღარ იქნება.
=
07 სექტემბერი 2022 15:38
1
რო გადიხართ სად გადიხართ მერე ისევ სირცხვილი უნდა ჭამოთ სროლა თქვენ არ იცით და ნაკრები დზმაკაცობით დაკომპლექტებული გაყავთ ხოდა იმკით შედეგს ბელგიას არა ისლანდიას კიდე
aleko
07 სექტემბერი 2022 16:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული