უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდებს, 26 თებერვალს კი თბილისში ისლანდიას შეხვდება და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის საქართველო, ისლანდია და უკრაინა იბრძვიან. საქართველოს და ისლანდიას 4-4 მოგება აქვთ, ხოლო უკრაინას - 3.

თუმცა იმედს უკრაინაც არ კარგავს, რომლის შანსი მინიმალურია - მიზნის მისაღწევად ლივორნოში იტალიას და რიგაში ნიდერლანდებს უნდა სძლიონ და მეტოქეთა შედეგებს დაელოდონ. უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მომავალი მატჩების წინ
კომენტარი გააკეთა:

"მე არ ვიცი, როგორი შემადგენლობა ეყოლება იტალიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროლიგის მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან. მათ დასახული ამოცანა შეასრულეს, თუმცა ნებისმიერ თავმოყვარე გუნდს გამარჯვება სურს. მთავარი პირველი შეხვედრაა, შემდეგ მეორეზე ვიფიქრებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
შენგელია აღარ არის ისე თავდაჯერებული და სწრაფი, წლებს თავისი გააქვს.
ეს არის ჩემი აზრით მიზეზი ნაკრების
უნიათო თამაშისა
თენგო
21 თებერვალი 2023 21:26
0
ნიდერლანდებს, თან უმოტივაციოს და ისლანდიას თუ ვერ უგებ რაზეა ლაპარაკი საერთოდ. სადღაც სამი წლის წინ საერთოდაც არ მექნებოდა არანაირი შიში ამ თამაშებთან დაკავშირებით.ვერ ვხსნი რა დაემართა ნაკრებს. და რა დაემართა ზუროსს. რა არის მიზეზი იმ რეგრესის რაც ნაკრებს ჭირს. შარშანდელი ევროპის საშინელი ჩაგდება შენგელიას არყოფნას დააბრალეს და თითქოს ამით პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნეს. ამ დროს ამხანაგურ თამაშებშიც სადაც შენგელია იყო, გუნდი თავის თავს არ გავდა. გაუგებარია აგრეთვე საკადრო გადაწყვეტილებებიც. მოკლედ თუ სერიოზული დასკვნები იქნა გამოტანილი იმ ჩავარდნის შემდეგ , ორივე თამაშის მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს, ხოლო თუ არაფერი შეიცვალა მაშინ...ნუ იმედია ასე არ იქნება და ზუროსი დასკვნებს გამოიტანს.
არტ
17 თებერვალი 2023 12:49
0
კალათბურთელები ვერ არიან სათანადო დონეზე, კალათში ბურთის ჩამგდები არავინაა. 3 ქულიანების მტყორცნელი ოსტატი არ გვყავს. ცინცაძე დაბერდა, ანდრონიკაშვილი ჯერ ვერაა ისეთიი რომ უნდა იყოს. მაკფადენი ვინ იცის რა ხასიათზე იქნება, წაუვაარ წაუვა? და მთავარი, ფაჩულია აღარ გვყავს!
aburjga
17 თებერვალი 2023 18:10
0
asmo, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ორივე თამაში არ მოვიგოთ. ვთქვათ და მოხდა სასწაული, გაგვწირა უფალმა, ბედმა და წავაგეთ... რა? დაწერ,რომ"მე ხომ ვამბობდი!". გეყოფა მაგისთვის ნაგლობა, ერის მიმართ ზიზღი? ძალიან მაინტერესებს, ღმერთმა არ გამაგებინოს!!!
alexandre
17 თებერვალი 2023 11:16
0
მოგესალმებით,
მოხდა ასეთი რამე ერთერთ სააგენტოს გადავუგზავნე ბავშვის მონაცემები 205სმ სიმაღლის და 17 წელი.ვიდეობი მოითხოვა და გადავაგზავნი. ამ მონაცემებზ დაყრდნობით სუპე სუპერ სუპერ სუპერ იძახა ტელეფონში.
ფედერაცია სულ არ აქცევდა ყურადღებას ამათთვის არაფერს ნიშნავს ეს მონაცემები ყურადღება ნული აკადემიის დონეზეც.
ვიღაც უცხოელმა უცნობა დაინახა ბავშვის მონაცემები და მაინტერესებს ჩვენი კალათბურთის ბოსები რა აინტერესებთ და რას ხედავენ.ჩემი ბავშვისთვის ყურადღება ნული იყო 2015 წლიდან. მამიკოს და დედიკოს ძალად გაზრდი ბავშვებით გვინდა მოგება ნაკრების.ძაან მეეჭვება.
გივი
17 თებერვალი 2023 10:29
1
ძალიანაც კარგი თუ გავა იმიტომ რომ რითი გვინდა მოგება საინტერესოა ...აქვს შანსი...რომელი კალათბურთელებით საინტერესოა ასათიანი შერმადინით თუ შენგელიათი ან მაკფადენით.საერთო ზურგს დაუთვალეთ რამდენი მოგება აქვს ბოლო 2წელიდაში ....სტატისტიკით და შემადგენლობით რისი იმედი უნდა გვქონდეს....ძაან გამიხარდება რომ გავიდეთ მაგრამ.....
მოქალაქე
17 თებერვალი 2023 10:20
1
ასათიანი ვინაა?
ეეე
17 თებერვალი 2023 23:31
0
ეს ის შემთხვევაა, როცა უკრაინას გამარჯვებას ვერ ვუსურვებ. თუმცა გაიმარჯვოს მხოლოდ საქართველოს გამარჯვებებთან ერთად!
ცაგარელი
17 თებერვალი 2023 07:07
1
დაიმახსოვრედ ოეივეს წავაგებღ
asmo
17 თებერვალი 2023 00:06
68
განათლებას მიხედე!!!იქნებ ქვეყნის სიყვარულიც გასწავლის ვინმემ)
g
17 თებერვალი 2023 16:12
0
ბაგატსკისი ორი აზრი არაა ცუდათ მოიქცა, მარა არც ზუროსის საქციელი იყო მოსაწონი, კაცმა ხელი გაუწოდა და მაგან ზურგი შეაქცია.
ეეე
16 თებერვალი 2023 23:35
22
ამ ბაგატსკისის ამაზრზენი საქციელი არ მავიწყდება....
ჩვენ უნდა გავიდეთ,ბიჭებო.გვეიმედებით.გაიხარეთ!
კოტე
16 თებერვალი 2023 22:17
0
ჰოლანდიაში თოკო დასვენებული იქნება შედარებით და უპრობლემოდ უნდა მოვიგოთ მაგრამ არ იქნება ადვილი თამაში , სახლში ისლანდიასთან მსაჯთან ერთად უნდა მოვუგოთ კალადბურთელებმა და დარბაზმა
Soso
16 თებერვალი 2023 21:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული