თორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ისლანდიასთან 3 ქულით დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. ნამატჩევს ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა:

ჩვენ ისტორია დავწერეთ!

"პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იასპარეზებს!

ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ჩვენ ერთ დღე-ღამეში არ მიგვიღწევია, ამას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა, რისთვისაც უდიდესი პატივი მინდა მივაგო და მადლობა გადავუხადო მთლიანი გუნდის სახელით ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილიც კი მიუძღვის ქართული კალათბურთისთვის, ვისი სახელი
და გვარი ერთხელ მაინც გაჟღერებულა ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, ყველას დიდი მადლობა! დღეს ჩვენ ამ წარმატებას ერთად ვზეიმობთ.

მე ამაყი ვარ სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და სტაფით, რომლებიც 24/7 გაუჩერებლად მუშაობდნენ, რათა ხელი შეეწყოთ თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ამ უდიდეს გამოწვევას საუკეთესო ფორმაში შევხვედროდით!

მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ძმებით, საკალათბურთო ოჯახით! მათი გვერდში დგომა მაიმედებს, რომ ყველანაირ გამოწვევას თავაწეულები შევხვდებით და უკან არაფერზე დავიხევთ! ეს არის ჩვენი დამახასიათებელი თვისება და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ წაგვართმევს!

მინდა ვუთხრა მომავალ თაობას, რომ დღეს ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ.

ეს მხოლოდ და მხოლოდ მოტივაცია უნდა იყოს თქვენთვის.

გახსოვდეთ, ყველაფერს, რასაც აკეთებთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა ამას ჩვენს ქვეყანას მოახმართ, მერწმუნეთ, ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ.

ამას კი მთელი გუნდის სახელით ვიტყვი… უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს!!! დღესაც, როგორც ყოველთვის, სასწაული ატმოსფერო იყო დარბაზში და ამ მიზნის მიღწევაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით... თქვენ ხართ ის ძალა და ენერგია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებში გვეხმარება, რომ ვიბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

და რაღა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს! იმისთვის, რომ ვართ და ვიქნებით "ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს". თქვენი კაპიტანი".

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მადლობა, კაპიტანო! Მახსოვს, ზაფხულში როგორ გაირინდა წამიერად დარბაზი შენი ტრავმის მომენტში, ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა გუნდისთვის ეს... ის ტაშიც მახსოვს, რომლითაც პარკეტიდან გაგაცილეს! და მაინც, შენი თავდადება ბოლო ორ თამაᲨში ჩემთვის მაინც უფრო მეტია, ვიდრე კალათბურთი!
მასტერს
09:56 01-03-2023
0
ზაზას!!! აქ საქართველოს სიხარულზე და წარმატებაზეა ლაპარაკი და არა უნაკლო კალათბურთზე! და ეს ყველაზე კარგად მაგ ბიჭებმა იციან თვითონ და სვარკის გამართლება ამ მომენტში უბრალოდ უაზროობაა
ზაკო
00:05 01-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული