საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან სპარინგ-მატჩი ბრძოლაში დათმო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე ავსტრალია იყო, რომელსაც ნბა-სა და ევროლიგის არაერთი ვარსკვლავი ჰყავს და ფიბას ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. ავსტრალია მსოფლიოს კარსმომდგარი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და საქართველოსთან მატჩი მწვანეკონტინენტელებისთვისაც ბოლო იყო მუნდიალის დაწყებამდე. თანაბარ ფინალში, რომელშიც ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ავსტრალიელებმა იმარჯვეს – 86:81.

მატჩის ბოლო წუთზე 3 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა გამათანაბრებელი სამქულიანი
არ ესროლა, პერიმეტრზე ამოსული მეურვე ჩამოიცილა და გარღვევა განახორციელა. სანდროს ნასროლი არ ჩავარდა და ავსტრალიელების შეტევა ტაქტიკური ჯარიმით გავაჩერეთ. მეტოქემ ორივე სროლა ჩააგდო და 5 ქულით ჩამორჩენილ საქართველოს დარჩენილ 10 წამში გამარჯვების შანსი წაერთვა.

საქართველომ ღირსეულად ითამაშა. მძლავრ მეტოქეს, რომელიც პირველი პერიოდის შემდეგ 29:18 გალიდერდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის 18 ქულით (51:33) იგებდა, თამაში შემოუტრიალა. მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, რაც დუდა სანაძის მიჯრით ჩაგდებული 3 სამქულიანის დამსახურება იყო.

ბოლო პერიოდის წინ საქართველო 16 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მონდომების ხარჯზე მოახდინა კონცენტრაცია, გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ფარქვეშ შეუჩერებლები იყვნენ. პერიმეტრიდან დუდა სანაძემ კვლავ ზუსტად გაისროლა, კახა ჯინჭარაძე და რატი ანდრონიკაშვილი დაცვაში აქტიურობდნენ, გიორგი შერმადინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა და საქართველომ შეტევის უფლებაც მოიპოვა. აქ კი ის ეპიზოდი გათამაშდა, რომელიც თავში ვახსენეთ და გამარჯვება ავსტრალიელებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრებში 20 ქულით გოგა ბითაძე გამოირჩა. თორნიკე შენგელიამ 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა. დუდა სანაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 11 ქულა ჰქონდა თად მაკფადენს. მატჩს მხოლოდ ის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც ქალაქ ოკინავას მერიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. იაპონელი ბავშვები მხურვალედ ქომაგობდნენ ორივე გუნდს და მატჩის შემდეგ კალათბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
dawere ra rom waages, bzolashi datmo ara mkvaxi:))))))
სანდრო
24 აგვისტო 2023 00:27
3
და რა დაწერა, არ წაუგიათო, თუ გიხარია ნაკრების წაგება?
გიორგი
24 აგვისტო 2023 16:50
0
აი ესე რა , მსოფლიო ჩემპიონატის წინ პოზიტიური ანალიზი, დამაიმედებელი....ყველა ვიზდებით ნელ-ნელა, სპორტსმენები, გულშემატკივარი, ჟურნალისტები და ა.შ. მადლობა
გ.შ.
23 აგვისტო 2023 14:26
0
სამწუხაროდ ყველა არა)))
გიორგი
24 აგვისტო 2023 16:51
0
ავსტრალიის ნაკრები თითქმის მთლიანად ნბა-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათთან წინა საჩემპიონატო დახურული სპარინგ მატჩის ჩატარება უკვე დიდი დაფასება და პატივია.
მახო
23 აგვისტო 2023 11:19
2
მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ნაკრები, ასე უნდა მოვიხსენიოთ ხომ?
1212
23 აგვისტო 2023 15:45
2
ვინც საქართველოს ნაკრების მინიმალური ანგარიშით წაგებას აკრიტიკებს, შეუძლებელია, კალათბურთში ოდნავ მაინც ერკვეოდეს. ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია და ის, რომ დახურული სპარინგი საქართველოს ნაკრებთან ჩაატარა, იმაზე მიანიშნებს, რომ საკმაო ძალად მიგვიჩნია. თამაშით ორივე მხარე კმაყოფილია და მზადებამ კარგად ჩაიარა. წარმატებები საქართველოს ნაკრებს
ზაზა
23 აგვისტო 2023 11:05
1
მინიმალური ანგარიშით არ წაგვიგია, მეოთხე მეოთხედში, ე.წ. გარბიჯ თაიმში ამოვქაჩეთ, თორე წაგებით პირველ მეოთხედში წავაგეთ. და არც ვაკრიტიკებთ, ობიექტურად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ამ მსოფლიოზე ავსტრალია, ჩვენგან განსხვავებით :D
დიკემბე მუტომბო
23 აგვისტო 2023 15:29
1
კაი, ჯანდაბას თამაშს არ აჩვენებთ, მაგრამ ის მაინც დაწერეთ ვინ ითამაშა ჩვენებიდან და ელემენტარული სტატისტიკა მაინც მოგვაწოდეთ.
დარწმუბებული ვარ ზუროსი ისევ 7 კაცს ათამაშებდა.
ყველაზე მეტად მაინტერესებს როგორ ფორმაშია ბერიშვილი.
მისი სამიანების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
dd
23 აგვისტო 2023 10:57
1
დევს სტატისტიკა ფედერაციის საიტზე. შვიდი კაცი დაიტვირთა ძირითადად, თუ სწორად მახსოვს. მეტვე იყო ჯინჭარაძე ( რა თქმა უნდა უქულოდ ). ბერიშვილს საერთოდ არ ათამაშებს.
დიკემბე მუტომბო
23 აგვისტო 2023 15:31
0
თამაში არავის გვინახავს და რას განვიხილავთ, ციფრებს?! :)
გიორგი
22 აგვისტო 2023 22:29
0
თამაშის ნახვა სად შეიძლება?
რეზო
22 აგვისტო 2023 21:54
10
ეხლა კითხულობ სად შეიძლებაო? სამი დღეა მაგ თამაშს ველოდებოდი და მაინც ვერ ვუყურე :დდ
1212
23 აგვისტო 2023 13:52
0
დაიკიდე
იკა
22 აგვისტო 2023 23:05
2
ბრძოლაში არ წაგვიგია ნამდვილად.
გარბიჯ თაიმში ამოქაჩეს ცოტა და ეს იყო სულ.
პირველ მეოთხედში გადაგვიარეს როცა ცინცაძე იყო ძირითადში.
კაცი იძახის სირბილი არ შემიძლიაო, ამ დროს ჩვენ სწრაფ თამაშს ვცდილობთ და ვეთამაშებით ავსტრალიას, რომელიც ამ ეტაპზე, ალბათ, მესამე ნაკრებია მსოფლიოში ზე სწრაფი უკანა ხაზით.
რა ვიცი, რა ვიცი...
დიკემბე მუტომბო
22 აგვისტო 2023 20:11
10
სად უყურეთ?
თემო
22 აგვისტო 2023 22:33
4
ბრძოლაში არ კვახი, პირველ ტაიმი იმხელა უპირატესობით მოიგეს მეორეში აღარც იბრძოლეს.
ტტტ
22 აგვისტო 2023 19:02
12
კი, სერიოზული გუნდი ყავს ავსტრალიას, NBA მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ჩვენც კაი ბიჭები გვყავს სასტარტოში, მაგრამ ჩეცვლებში თითქმის არავინ გვყავს გამოცდილი და მსროლელი.
ირაკლი
22 აგვისტო 2023 18:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული