კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 37:25 ამარცხებს.

მატჩის წინ ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ბოლდუინმა და მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ჯინჭარაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 19:21 დასრულდა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ვერ ისროდნენ, თუმცა შეტევაში მეტოქეზე კარგად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 37:25 მოვიგეთ.

altფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა