ევრობასკეტის წინათქმა - სიურპრიზი საქართველოსგან თუ იმედგაცრუება? ექსპერტებმა მსჯელობა დაიწყეს

AutoSharing Option
ფიბამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით "რას უნდა ველოდოთ 2022 წლის ევრობასკეტისგან", აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, მეტიც, ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება.

3-მა ექსპერტმა ჯეფ ტეილორმა, იგორ ჩურკოვიჩმა და ბრედლი გეინსმა სხვადასხვ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებენ.

ფავორიტები

სამივე ექსპერტი თვლის, რომ პირველ ადგილზე საფრანგეთი გავა, პოდიუმზე ასევე განიხილავენ სერბეთს, სლოვენიას, ლიეტუვასა და ესპანეთს.

საუკეთესო მოთამაშე

თუ ფავორიტ ნაკრებში მათი აზრი დაემთხვდა, საუკეთესო მოთამაშესთან დაკავშირებით ექსპერტების წინასწარმეტყველება შეიცვალა. ჯეფ ტეილორის აზრით, MVP-ის მთავარი კანდიდატი რუდი გობერი იქნება.

იგორ ჩურკოვიჩი
თვლის, რომ იონას ვალანჩუნასი გაიბრწყინებს, ამავდროულად ასახელებს დომანტას საბონისის სახელსაც და ფიქრობს, რომ ლიეტუვა მომდევნო ევრობასკეტზე წარმატებას მიაღწევს.

ბრედლი გეინსი არაპროგნოზირებადი გზით წავიდა თქვა, რომ MVP-ის ჯილდოს ლუკა დონჩიჩი მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ სლოვენია ვერ გაიმარჯვებს, "დალასის" ვარსკვლავის სტატისტიკური მონაგარი ორგანიზატორებს ამის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს დამარცხებული გუნდიდან (ევროპის არაჩემპიონი გუნდიდან) საუკეთესოს ტიტული დირკ ნოვიცკიმ (2005) წელს მოიპოვა.

გუნდი, რომლისგანაც სიურპრიზს უნდა ველოდოთ

ამ შემთხვევაშიც აზრები გაიყო.

ჯეფ ტეილორი - "ბოსნიას კარგი გუნდი ჰყავს და არ გამიკვირდება დიდ წარმატებას მიაღწიონ".

იგორ ჩურკოვიჩი - "ვინაიდან გერმანია და იტალია წარმატებებს აღწევენ, არ ვფიქრობ, რომ მათგან გამარჯვება სიურპრიზად უნდა ჩავთვალოთ, არ ვფიქრობ, რომ ჩეხეთი რაიმეს შეძლებს, ამიტომ დავასახელებ საქართველოს, თანაც ისინი სახლში თამაშობენ".

ბრედლი გეინსი - "თურქეთი, არ დაგავიწყდეთ, რამდენი ტალანტითაა სავსე ეს გუნდი, ამ კოლექტივს უამრავი ნაკრების გამწარება შეუძლია".

იმედგაცრუება

ჯეფ ტეილორი: "იმედგაცრუებას ყველასგან უნდა ველოდოთ, მაგრამ მე საქართველოს დავასახელებ. ეს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 38-ე ადგილზე იმყოფება, ევროპაში კი მე-18 პოზიციას იკავებს. როგორც მასპინძლები, დიდი გულშემატკივრობა ექნებათ, მაგრამ ნურც იმ აზრს გავექცევით, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა დიდი წნეხი გამოიწვიოს. მაპატიოს საქართველომ, მაგრამ ასე ვფიქრობ, თუმცა მინდა რაც შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიონ".

იგორგ ჩურკოვიჩი: ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრები ვერაფერს მოახერხებს, თანაც ჯგუფში ლიეტუვა, საფრანგეთი და სლოვენია ჰყავს, პლეი-ოფში კი სავარაუდო მეტოქედ ესპანეთი სახელდება".

ბრედლი გეინსი: პირდაპირ ვიტყვი, ლიეტუვა. ისინი ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდნენ და წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

მომზადებულია FIBA-ს მიხედვით






მკითხველის კომენტარები / 8 /
დაინახეს Ჩვენი მონდომება და მიდგომა სპორტისადმი და მიტო ამბობენ.
დარბაზი ვერ აუᲨენებიაᲗ და ამის ფონზე კიდო კარგი Შეფასებაა.
Ჩვენ დᲦევანდელი კვერცხი გვირᲩევნია ხვალინდელ ქაᲗამს და რომ დაინახეს მიტო ამბობენ.
სწორი Შეფასებაა დᲦევანდელი სიტუაციიდან
მოქალაქე
10 იანვარი 2022 18:24
1
იმ ოკეანეს გაღმელ კალათბურთელებს შეთამაშება ჭირდება. რის საშუალებასაც ენბეა არ იძლევა
გრიგოლი1408
09 იანვარი 2022 19:07
0
რეალურად და ობიექტურად ერთი საშუალო დონის ნაკრები გვყავს,რომელიც სულ ვიღაცის მხრებზეა დამოკიდებული, ხან ფაჩულია,შერმადინი,შენგელია,ცინცაძე ათრევდნენ ნაკრებს. ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა,რომ არანაირი სათამაშო ინტელექტი არ აქვს უმრავლესობას და არც გუნდურობით გამოვირჩევით, ზოგი ნაკრებში ნაცნობობით ხვდება და ზოგიც ნათესაობით :)
Tommy
09 იანვარი 2022 18:11
5
კალათბურთში საშუალო დონეზე თუ ვართ, ესეც კაი შედეგია ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის, კარგი იქნებოდა ფეხბურთშიც მივსულიყავით საშუალო დონემდე.
mmm
10 იანვარი 2022 14:59
0
სამწუხაროდ, გამთამაშებელი აღარ გვყვავს. ცინცაძე ასაკშია... ერთად ერთი სრულყოფილი მაკფადენია. ბაქრაძე კარგი მოთამაშეა, მაგრამ სკამი მოკლეა.
tngh
09 იანვარი 2022 14:56
1
დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ოკეანისგაღმელი ლეგიონერები ვერ ჩამოიყვანეს (ან არა), მართლაც იმედგაცრუება გველის... ვეთანხმები მეგობარს, უკანა ხაზში ერთადერთი მაკფადენია, ისიც ყოველთვის სტაბილური ვერაა...
გიორგი 50
09 იანვარი 2022 14:55
1
ფინალურ ეტაპზე როდის იყო რომ არ ჩამოსულან ოკეანისგაღმელები? მაგი არცაა სანერვიულო მთავალი ტრამვა არ ქონდეთ.
fff
09 იანვარი 2022 17:08
0
ძაან სუსტი უკანა ხაზი გვაყვს აქ ერთადერთი ნორმალური თედ მაკფადენი გვეყოლება ან სხვა იმედია უკეთესი ნატურალიზებული, ბუ და დუდა ჯანმრთელობის დროსაც არ გამოირჩეოდნენ დიდი სტაბილურობით და ახლა ტრამვების მერე კაცმა არ იცის რა იქნება, სხვები სახსენებლადაც არ ღირს.
hhh
09 იანვარი 2022 14:26
0

სიახლეები პოპულარული