11:07 16-01-2018
"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" მისსავე მოედანზე მოუგო, ფაჩულია სკამზე დარჩა [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ "უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ "კავალიერსთან", წინა მატჩის მსგავსად, სასტარტოში დაბალი ხუთეული დააყენა. ზაზა ფაჩულიას ადგილი სასტარტოში ჯორდან ბელმა დაიკავა, თუმცა ქართველი ცენტრი მოედანზე საერთოდ არ გამოუყვანიათ.
32-32 ქულა ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა მიითვალეს, სტეფ კარიმ 23 ქულა დააგროვა, 19 და 17 ქულა, შესაბამისად, აიზია ტომასმა და კევინ ლავმა ჩააგდეს, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 17 ქულა შეაშველა.
ერთადერთი ორმაგი დუბლი დრეიმონდ გრინმა გაიფორმა, რომელმაც 11 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 1 პასიც და გრინი სამმაგ დუბლს ჩაიწერდა აქტივში.
ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარ "ჰიუსტონს" 6 მოგებით უსწრებს.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 18 იანვარს, სტუმრად "ჩიკაგოსთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლიპერსი-ჰიუსტონი 113:102
იუტა-ინდიანა 94:109
ოკლაჰომა-საკრამენტო 95:88
მემფისი-ლეიკერსი 123:114
ჩიკაგო-მაიამი 119:111
ატლანტა-სან ანტონიო 102:99
ბრუკლინი-ნიუ იორკი 104:119
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყსყდ უფუდ
1
0
იდიოტ გილბერტის გამო, ლებრონს ძალიან უჭირს, სტივმა დიდი შეფასება მისცა კლივლენდს, მაგრამ ლებრონი რომ არ იყოს უსუსურობა დარჩება. პატარა ბიჭი ძალიან ცდილობს, მაგრამ ზედმეტი ნერვიულობისგან ისვრის. აუცილებლად შევა ფორმაში მოგვიანებით, მაგრამ ეგ საქმეს არ უშველის, კაპიკია დაცვის ფასი.
0
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული