კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია: პლეი-ოფებში თავს როგორც გუნდის მწვრთნელი, ისე ვგრძნობდი

AutoSharing Option
სეზონის დასრულებისა და მეორე საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ ამერიკულ მედიასთან "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რთული იყო, შეგუებოდა უთამაშებლობას.

"რა თქმა უნდა, მინდოდა თამაში, რადგან კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან გიწევს, შენთვის უსიამოვნო სიტუაციას შეეგუო.

15 წელი გავატარე NBA-ში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ გასულ სეზონში გუნდისთვის მაინც სასარგებლო ვიყავი.

პლეი-ოფებში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწვრთნელი ვიყავი. სტივ კერთან ბევრს ვსაუბრობდი და მივხვდი, თუ როგორი რთულია, იყო გუნდის მწვრთნელი", - აღნიშნა ფაჩულიამ.

alt

ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

ასევე დაგაინტერესებთ