სტეფ კარის შოუ "საკრამენტოსთან" და "გოლდენ სტეიტის" პირველი გამარჯვება ახალ სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 122:114 დაამარცხა.

"ოქროს შტატელების" რიგებში სტეფ კარიმ 41 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გამოცდილმა გამთამაშებელმა მეტოქის კალათში 3-ქულიანი 10 ცდიდან 7-ჯერ მოათავსა.

"კინგსიდან" საუკეთესო 39 ქულით 4 მოხსნითა და ამდენივე ასისტით დ'ეარონ ფოქსი გახლდათ.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 30 ოქტომბერს "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"საკრამენტო კინგსი" 30 ოქტომბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული