ევროთასის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" გერმანიაში 84:78 დაამარცხა "ფრანკფურტი".
შერმადინმა 15:51 წუთში 11 ქულა ჩააგდო (6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.
22 ქულით ყველაზე შედეგიანი ტრა ბენ-ჰაინესი (ფრანკფურტი) იყო, ის 27-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მალაგური გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი დრაგან მილოსავლევიჩი იყო.
"უნიკახას" 6 მოგება აქვს და "უნიკსთან" ერთად ჯგუფის ლიდერია.