კალათბურთი

ლეგიონერები

ამის გამო შეშფოთებულები ვართ - "ბასკონიას" მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ მოდით დაველოდოთ და ვნახოთ რას გვანახებს სამედიცინო შემოწმება.

ჩვენი შენგელიას გამო შეშფოთებული ვართ, ის ძლიერ ტკივილს გრძნობდა მუხლის არეში", - აქვეყნებს მწვრთნელის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა "რეალთან" შეხვედრაში ერთი-ერთი შეტევის დროს მიიღო.

altთორნიკე შენგელიამ "რეალთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ