ბექა ბურჯანაძემ "ბრეოგანთან" მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-15 ტურში ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" სტუმრად 71:83 დამარცხდა "ბრეოგანთან" და ამ მატჩში ქართველი ლეგიონერი საუკეთესო იყო.

ბურჯანაძემ 31:19 წუთში 10 ქულა შესძინა თავის გუნდს ( 6-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2-შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლიანობის 18-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"გიპუსკოა" 3 მოგებით უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული