პერსონალურები გოგა ბითაძის აქილევსის ქუსლია - ადრიატიკის ლიგაზე 14:34 წუთში გამოეთიშა თამაშს

AutoSharing Option
14 იანვარს ადრიატიკის ლიგის მე-15 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ბელგრადში ფმპ-ს უპრობლემოდ ანგარიშით 87:70 სძლია.

სამი წაგების შემდეგ მონტენოგროულმა გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა.

სამწუხაროდ ბითაძემ 5 პერსონალური მიიღო და დროზე ადრე დატოვა პარკეტი. მან 14:34 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი და ერთხელ დაუფარა მეტოქეს.

მან ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბუდუჩნოსტი" სატურნირო ცხრილში 10 მოგებით მე-3 ადგილზეა და 21 იანვარს მეორეადგილოსან "ცედევიტას" უმასპინძლებს,
იქამდე კი 18 იანვარს პოდგორიცაში ევროლიგაზე "რეალს" შეხვდება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
არაპროფესიონალი
მილანი
08:46 15-01-2019
23
გოგას ყველაფერი აქვს საიმისოდ , რომ ვარსკვლავი ევროპელების რაოდენობა გაზარდოს NBA -ში , თუმცა შეიძლება ჯობდეს კიდევ ერთი წლით ევროპაში დარჩენა და შედარებით ამბიციურ გუნდში თამაში . ისევე როგორც დონჩიჩი , რომელიც ევროპის დაპყრობის შემდეგ წავიდა ამერიკაში და ვხედავთ რასაც შვრება . თუმცა თუ მართლა პოპოვიჩის ხელში მოხვდა , მაშინ ხოო , იცის გრეგმა ტალანტები როგორ აქციოს მონსტრებად და თან დიდად პერიმეტრს არ სწყალობს , ძველი ყაიდის მიმდევარია . ყველა შემთხვევაში წარმატებები .
ATP 17
02:49 15-01-2019
0

სიახლეები პოპულარული