ზაზა ფაჩულიას 9 მოხსნა და "დეტროიტის" ზედიზედ მეორე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "მაიამის" შეხვდა და ანგარიშით 98:93 სძლია.

ეს "პისტონსის" ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, რაც პარკეტს ქართველი ცენტრი დაუბრუბდა. ნათელია რომ ზაზას დაბრუნება გუნდზე კარგად აისახა, რადგან ის შავი სამუშაოს დიდ ნაწილს ასრულებს და დაცვაშიც კარგად ირჯება.

ზაზამ ამჯერად პარკეტზე წინანდელებთან შედარებით ბევრად მეტი დრო 28 წუთი გაატარა, რაც დრამონდის ტრავმამ გამოიწვია. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა, 2 პასი, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა
მიამატა. ანდრე დრამონდმა კი შეხვედრისას ტრავმა მიიღო და პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი დაჰყო.

შეხვედრის შემდეგ "პისტნსის" თავკაცმა დუეინ კეისიმი ზაზა შეაქო და აღიშნა, რომ მისი დაბრუნებით გუნდი სტაბილურად თამაშობდა, რაც ასე აკლდათ მანამდე.

ამ მატჩის შემდეგ "დეტროიტს" 20 მოგება და 24 წაგება დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო ზონის მიღმა მე-9 ადგილზე იმყოფება.

მომდევნ მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 20 იანვარს ჩვენი დროით 04:00 საათზე შინ "საკრამენტისთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 94:112
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 128:112
იუტა-კლივლენდი 115:99
მინესოტა-სან ანტონიო 113:116
ბოსტონი-მემფისი 122:116
ორლანდო-ბრუკლინი 115:117

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული