კალათბურთი

ლეგიონერები

ტედ მაკფადენი 12 ქულით და გამარჯვებით დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი, ტედ მაკფადენი მოედანს დაუბრუნდა. დაახლოებით თვენახევრის წინ მან ტრავმა მიიღო და თავის ესპანურ კლუბს – ტენერიფეს "იბეროსტარს" ვერ ეხმარებოდა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მაკფადენმა “ფუენლაბრადასთან” ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც.

კუნძულელებმა “ფუენლაბრადას” 96:65 სძლიეს, მაკფადენი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:45 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

მაკფადენმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელებს 11 მოგება და 6 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში
მე-5 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 27 იანვარს, სტუმრად, “ესტუდიანტესთან” გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ