ლიგა ენდესის ფინალური ეტაპის B ჯგუფის მესამე ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" ტედ მაკფადენის "ბურგოსს" 91:87 სძლია.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი "გრან კანარიამ" იმარჯვა.
ბურჯანაძემ 37:14 წუთში 12 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი) და 8 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 14 იყო.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაკფადენმა 30:24 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 4 გახლდათ.
"გრან
კანარიასა" და "ბურგოსს" 2-2 მოგება აქვთ. ბურჯანაძის გუნდი მომავალ ტურში, 24 ივნისს აუტსაიდერ "სარაგოსას" შეხვდება, ხოლო მაკფადენის გუნდი - იმავე დღეს მასპინძელ "ვალენსიას".