გრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 თებერვალს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ინდიანას" შეხვდა და ანგარიშით 113:109 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე საბოლოო ჯამში 09:34 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ზაზას ქულა არ მოუპოვებია და მხოლოდ 1 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაკარგვით შემოფარგლა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ანდრე დრამონდმა ჩააგდო, რასაც 16 მოხსნა მიამატა. ბლეიკ გრიფინმა კი სამმაგი დუბლი გაოფორმა. "დეტროიტის" ლიდერმა 20 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში.

"ინდიანადან" ბოიან ბოგდანოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 25
ქულა მოიპოვა, ხოლო დომანტას საბონისმა 24 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტს" ამ გამარჯვების შემდეგ უკვე 29 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გამყარდა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 თებერვალს, სტუმრად "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ჩიკაგო-მილუოკი 106:117
ჰიუსტონი-ატლანტა 119:111
მემფისი-ლეიკერსი 110:105
მინესოტა-საკრამენტო 112:105
ნიუ ორლეანი-ფილადელფია 110:111
ბრუკლინი-სან ანტონიო 101:85
მაიამი-ფინიქსი 121:124
შარლოტი-გოლდენ სტეიტი 110:121
კლივლენდი-პორტლენდი 110:123

alt"დეტროიტმა" "მაიამისაც" სძლია და მეშვიდეა - ზაზას 4 ქულა და 5 პასი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული