ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია

AutoSharing Option
22 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ფინიქს სანსს" ესტუმრა და ანგარიშით 118:98 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და აქტივში 1 პასი ჩაიწერა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ფინიქსელთა გამთამაშებელმა დევინ ბუკერმა ჩააგდო. "დეტროიტიდან" კი ყველაზე მეტი, 25 ქულა ვეინ ელინგტონმა მოაგროვა.

ბლეიკ გრიფინმა 17 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ანდრე დრამონდმა, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი, 19 მოხსნა მოიპოვა და 16 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტს" 37 მოგება და 34 მარცხი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 მარტს სტუმრად "პორტლენდთან", ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

გოლდენ სტეიტი-ინდიანა 112 : 89
საკრამენტო-დალასი 116:100
ატლანტა-იუტა 117:114
შარლოტი-მინესოტა 113:106
ვაშინგტონი-დენვერი 108:113
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული