Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია ევროპაში მოთამაშე კალათბურთელების TOP 5-ში შეიყვანა

AutoSharing Option
გამოცემა Eurobasket.com-მა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროპაში მოთამაშე 5 საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა.

აი, რას წერს გამოცემა "ბასკონიას" ქართველ ფორვარდზე:

"2017-2018 წლების სეზონში თორნიკე საშუალოდ მოედანზე 25:29 წუთს ატარებდა და 13,7 ქულას, 6,1 მოხსნას და 2,2 გადაცემას აგროვებდა.

ამიტომ არაა გასაკვირი, რომ "ბასკონიამ" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, შენგელია კლუბის ისტორიაში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა.

ქართველი ფორვარდი ქულებს, ძირითადად, უხეში ძალის გამოყენებით აგროვებს, ბურთთან კი შესაშურ სისხარტეს ავლენს. ის მთელ მოედანზე დომინირებს, მრავალფეროვნად მოქმედებს და მოქნილობის
გამოყენებით იკვლევს გზას მეტოქის მცველებს შორის. შენგელია საკუთარ კვალს "ბასკონიას" თითქმის ყველა შეტევაში ტოვებს", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას გარდა, ევროპაში მოთამაშე კალათბურთელთა ტოპ-ხუთეულში ბერძენი ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), ესპანელი სერხიო ლული (მადრიდის "რეალი"), ფრანგი ნანდო დე კოლო (მოსკოვის "ცსკა") და რუსი ალექსეი შვედი (მოსკოვის "ხიმკი") მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს უდიდესი აღიარებაა.ვის გვერდზე დააყენეს ნახე რა.
მაგარი კაცი ხარ
13:42 02-04-2019
0
ისე თოკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც რომ გეკითხათ კარგი იქნებოდა.შეძლებს ევროლიგის პლეიოფებში თამაშს?
დდდ
15:25 28-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული