კალათბურთი

ლეგიონერები

"დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან, ჩემო ძმაო" - ზაზა ფაჩულიამ გოგა ბითაძე გაამხნევა

AutoSharing Option
19 ივნისს, NBA-ს დრაფტამდე 1 დღით ადრე, Instagram-ზე გავრცელებულ ფოტოს, სადაც მედიის მთელი ყურადღება ზიონ უილიამსონზეა გადართული, გოგა ბითაძე კი მარტოა დარჩენილი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიწყებ, მთავარია, როგორ დაასრულებ. დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან, ჩემო ძმაო!" - გაამხნევა ვეტერანმა ცენტრმა ახალგაზრდა.


Sportall.Ge

ზაზა ფაჩულიას გარდა, ბითაძეს NBA-ს სხვა ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ, ქართველი მოთამაშე ვეტერანმა დუეინ უეიდმა და "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავმა დრეიმონდ გრინმაც გაამხნევეს.

NBA-ს დრაფტი 21 ივნისს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.