ბითაძის ორმაგი დუბლი - "ორლანდომ" "ატლანტა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და მეტოქე 117:110 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

"მეჯიქის" ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა 27:35 წუთში 11 ქულით, 14 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაულო ბანკერო გახდა. "ორლანდოს" ლიდერმა თავი 35 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"ატლანტადან" ტრეი იანგმა 31 ქულა, 4 მოხსნა
და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 21 გამარჯვებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" 10 იანვარს "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.

"ატლანტა" 14 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. "ჰოუქსი" მორიგ მატჩს 11 იანვარს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოვერტაიმის მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
David
12:13 08-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული