კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბასკეთის თასი მოიგო

AutoSharing Option
ბასკეთის თასი, რომელიც ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება და რომელშიც ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი ერკინება ერთმანეთს, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მოიგო. ვიტორიელებმა სათასო მატჩში ბილბაოს "რეტაბეტი" 66:55 დაამარცხეს.

ყველაზე მეტი ბილბაოელმა კულბოკამ ჩააგდო, შენგელია კი "ბასკონიას" ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 15 ქულაა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ამერიკელმა მეტ ჯენინგმა (რომელიც თოკოს თანაგუნდელია) შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ