კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძე ტრავმის გამო ზედიზედ მე-3 მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
NBA-ს ტრავმების რეპორტის მიხედვით, "ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ტვინის შერყევის გამო რეგულარული სეზონის ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს.

გოგამ უკვე გამოტოვა 2 მატჩი - "დეტროიტთან" და "ორლანდოსთან". ტრავმის გამო გუნდს ვერც "ოკლაჰომასთან" ხვალ (13 ნოემბერს) გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.

არადა, აღსანიშნავია, რომ მაილს ტერნერის არყოფნაში გოგა საშუალოდ 9.5 ქულას, 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 3 ბლოკს აგროვებდა.

ტეგები: